საბიუჯეტო ინექცია ბანკში – ჩარჩო რეზულიციის ახალი ფუნქციონალი

თბილისი (BPI)  –  ბანკების ლობისტი  ჩარჩო რეზოლუციის  ახალ ფუნქციონალზე აცხადებს.   ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა  ელექსანდრე ძნელაძემ აღნიშნა, რომ დროებითი ადმინიტრაციის შესვლამდე ჩნდება კიდევ ერთი მექანიზმი –  გაჯანსაღების, რომელიც  კომერციულ ბანკს ნორმატივებს შესრულებაში დაეხმარება და ამისთვის, თანხა საბიუჯეტო ფონდიდან გამოიყოფა, თუმცა ეს არ უნსდა ატგვერიოს ვბოლოს ინტანციის  კრედიტში,  საბიუჯეტო ინექცია პირდაპირ კაპიტალში მიდის.

საფინანსო რეგულაციებიდან (7/05.2018) 1 წელში  და სრულად ამოქმედებიდან მე-5 თვეს ბანკებმა  მომგებიანობის  დაბალი კოეფიციენტები აჩვენეს. უკუგების (ROE, ROA) მაჩვენებლების შენარჩუნება გაუჭირდათ. ზედამხედველის მიერ გამკაცრებული პრუდენციული ნორმების და  დაკრედიტების სტანდარტის გაზრდის შემდეგ  შემოსავლიანობამ დაიკლო, რაც ფინანსისტების თქმით,  სამომავლოდ საფინანსო ინსტიტუტის კონკურენტუნარიანობაზე აისახება. ეს თავისთავად შექმნის  კაპიტალის  ნორმატივის შეუსრულებლობის რისკს.

TOP-6 (კაპიტალზე უკუგებით ROE)

01.06.2019  2017 (%)
1 საქართველოს ბანკი 19.39% 31.45
2 ლიბერთი ბანკი 4.14% 23.8
3 თიბისი ბანკი 18.97% 17.96
4 ბაზისბანკი 4.05% 12.87
5 ვითიბი ბანკი 3.29% 12.21
6 პროკრედიტ ბანკი 10.14% 10.53

წყარო: კომერციული ბანკები

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …