საბიბლიოთეკო რეფორმის ფარგლებში 320-ვე ბიბლიოთეკარი სამსახურს შეინარჩუნებს 

თბილისი (BPI) – თბილისის მერია თანამედროვე სტანდარტების ბიბლიოთეკების აშენებას გეგმავს. მერის მოადგილე ამ მიმართულებით სიახლეებს აანონსებს.

სოფიო ხუნწარიას განმარტებით, ამჟამად მიმდინარეობს რეფორმა და მის ფარგლებში 320-ვე ბიბლიოთეკარი შეინარჩუნებს სამსახურს. გარდა ამისა, დაიწყება წიგნის საცავების მოწესრიგება, ხოლო მოგვიანებით ბიბლიოთეკების სარემონტო სამუშაოები.

„საუბარია წიგნადი ფონდების შევსებაზეც. მიუხედავად იმისა, რომ მედიათეკები მულტიფუნქციურია და მულტიმედიურია, წიგნი არის მთავარი და ჩვენი პრიორიტეტია მკითხველთა რაოდენობა გავზარდოთ“, –  აღნიშნა მერის მოადგილემ.                                                                                                

შემთხვევითი სიახლე

რუსთავის წყალმომარაგების საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

რუსთავის წყალმომარაგებისა და წყალარინების საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, სემეკის …