“საბაუნიდან წაღებულია დიდი ოდენობით ცოდნა”

თბილისი (BPI) – სულხან – საბა ორბელიანის სასწავლო უნივერისიტეტი  (საბაუნი) ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს რომლის ტექსტსაც უცვლელად გთავაზობთ:

“გვსურს საზოგადოებას და შესაბამის უწყებებს მოვახსენოთ, რომ ბოლო წლებია ჩვენი უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სისტემატიურად შეინიშნება სხვადასხვა მიზნით შემოსული ბევრი ადამიანი. სათვალთვალო კამერებით დაფიქსირებულია მათი გადაადგილება და საქმიანობა საბაუნის სხვადასხვა აუდიტორიაში, ბიბლიოთეკაში, ფიტნეს დარბაზში, სასადილოში, ეზოში, ვერანდაზე, ახალი კამპუსის ტერიტორიაზე.

გამოძიების წინასწარი ვერსიით დგინდება, რომ ამ ადამიანთა მოტივი და მიზნები უკავშირდება ბიზნესისა და ტურიზმის, სამართლის, თეოლოგიის, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებს.

ერთადერთი რასაც გამოძიება ამ ეტაპზე დანამდვილებით ადასტურებს არის ის, რომ საბაუნიდან წაღებულია დიდი ოდენობით ცოდნა”

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა „ჯივიპის“ მიერ მომხმარებლებზე განხორციელებული უსაფუძვლო დარიცხვების დაუყოვნებლივი შესწავლა დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ბოლო დღეების განმავლობაში შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ …