თბილისი (BPI) – ლიტერატურული კონკურსის “საბა” ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 112 საკონკურსო წიგნიდან 9 ფინალისტი გამოვლინდა.
ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსი „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს „საბას“ კონკურსი მეჩვიდმეტედ ტარდება. წლევანდელი დაჯილდოების საზეიმო ცერემონია თბილისში, დეკემბრის დასაწყისში გაიმართება.
2019 წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური 8 ნომინაციაში გამოავლენს. ფინალისტების სია უკვე ცნობილია 7 ნომინაციაში. წელს „საბა“ არ გაიცემა ნომინაციაში „საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა“, ვინაიდან ჟიურიმ ვერ გამოავლინა ფინალისტები, ხოლო ნომინაცია „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ – გამარჯვებული, ტრადიციულად, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი.
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2019 წლის „საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები
- ლევან ბერძენიშვილი, ესქილეს „ორესტეა“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
- ლელა დუმბაძე, ვირჯინია ვულფის „ორლანდო“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
- მაია ფანჯიკიძე, მაქს ფრიშის „შტილერი“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
- გურამ ღონღაძე, იენ მაკიუენის „ქვიან სანაპიროზე“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
- ზაზა ჭილაძე, უილიამ ფოლკნერის „ველური პალმები“ (არტანუჯი)
- დავით ახალაძე, ჯონათან საფრან ფოერის „უსაშველოდ ხმამაღლა და წარმოუდგენლად ახლოს (დიოგენე)
- მაია ბადრიძე, ფრიდრიხ დიურენმატის „მინოტავრი, დავალება“, (დიოგენე)
- თამარ ჯაფარიძე, კაზუო იშიგუროს „დღის მიწურულს“ (პალიტრა L)
- ნანა ტონია, ევრიპიდეს „ჰეკაბე“ (ლოგოსი)