საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 1-ლი აგვისტოსათვის 38.75 მლრდ ლარი შეადგინა

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2022 წლის პირველი აგვისტოსათვის 38.75 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 486.28 მლნ ლარით, ანუ 1.27%-ით მეტია პირველი ივლისისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 5.00%-ით მეტი). ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 171.25 მლნ ლარით, ანუ 1.09%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.93%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 657.53 მლნ ლარით, ანუ 2.92%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 7.14%-ით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსათვის 43.09 პროცენტი შეადგინა. პირველი ივლისის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 1.02 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0.51 პროცენტული პუნქტით).

ივლისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.85% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 11.41%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.04%.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 81.69%, ხოლო ევროს წილმა 16.56% შეადგინა.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …