საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა 1.25%-ით შემცირდა

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2022 წლის პირველი თებერვლისათვის 36.77 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 465.98 მლნ ლარით, ანუ 1.25%-ით ნაკლებია პირველი იანვრისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.24%-ით ნაკლები). იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 543.92 მლნ ლარით, ანუ 3.50%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 4.46%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 1.01 მლრდ ლარით, ანუ 4.65%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 3.60%-ით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის 41.41 პროცენტი შეადგინა. პირველი იანვარის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 1.34 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.92 პროცენტული პუნქტით).

იანვარში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.91% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 10.84%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 0.89%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 82.96%, ხოლო ევროს წილმა 15.39% შეადგინა.

შემთხვევითი სიახლე

ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვის ხელშეწყობისთვის სემეკმა რეგულაცია შეიმუშავა

მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა …