საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 46.79 მლრდ ლარი შეადგინა

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2023 წლის ივნისის ბოლოსათვის 46.79 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1.31 მლრდ ლარით, ანუ 2.88%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.18%-ით მეტი). ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 1.50 მლნ ლარით, ანუ 0.01%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.53%-ით შემცირდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 1.31 მლრდ ლარით, ანუ 4.74%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 3.93%-ით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2023 წლის ივნისის ბოლოსათვის 49.23 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 0.28 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.05 პროცენტული პუნქტით).
ივნისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 8.45% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 10.91%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.47%.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 78.36%, ხოლო ევროს წილმა 19.17% შეადგინა.

შემთხვევითი სიახლე

აპლიკაცია, რომელიც გეხმარება დაუკავშირდე ყველას, ნებისმიერ ადგილზე: Rakuten Viber-ის 7 საოცარი ფუნქცია, რომელიც შესაძლოა აქამდე არ გამოგიყენებია

Rakuten Viber, ეს არის გლობალური, უსაფრთხო საკომუნიკაციო აპლიკაცია, რომელიც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანს აკავშირებს …