საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა 0.08%-ით შემცირდა

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2023 წლის თებერვლის ბოლოსათვის 43.61 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 36.79 მლნ ლარით, ანუ 0.08%-ით ნაკლებია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.54%-ით მეტი). თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 38.20 მლნ ლარით, ანუ 0.23%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.65%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 74.99 მლნ ლარით, ანუ 0.28%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 0.48%-ით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2023 წლის თებერვლის ბოლოსათვის 45.23 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.12 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0.16 პროცენტული პუნქტით).

თებერვალში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.36% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 11.51%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.17%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 81.40%, ხოლო ევროს წილმა 16.92% შეადგინა.

შემთხვევითი სიახლე

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი სკოლის მოსწავლეებისთვის ახალ პროექტს იწყებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი …