საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 8.5 მლრდ ლარს შეადგენს

2022 წლის აგვისტოს ბოლო მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 14 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. 2022 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 4.3 მლრდ ლარით, ანუ 6.7 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 4.7 პროცენტით გაიზარდა) და 2022 წლის აგვისტოს ბოლოს 68.0 მლრდ ლარი შეადგინა.

 

საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 8.5 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.6 პროცენტია.

 

შემთხვევითი სიახლე

გერმანია დასავლეთ ევროპაში შაქრიანი სასმელების მოხმარებით ლიდერობს – Foodwatch-ის საგანგაშო მონაცემები

ორგანიზაცია Foodwatch-ის მიერ გამოქვეყნებული და Der Spiegel-ის მიერ გავრცელებული კვლევის თანახმად, გერმანია დასავლეთ ევროპაში შაქრიანი …