საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 7.37 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.36 პროცენტია

2021 წლის პირველი ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 14 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.04  მლრდ ლარით, ანუ 1.77 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.51 პროცენტით გაიზარდა) და 2021 წლის პირველი ნოემბრისათვის 59.61 მლრდ ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 7.37 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.36 პროცენტია.

შემთხვევითი სიახლე

კომერციული ვენახების გაშენებაზე თანხმობის გაცემა დაკავშირებულია მხოლოდ ღვინის ხარისხის გაუმჯობესებასთან – ლევან მეხუზლა

ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით დაგეგმილი რეფორმებით საქართველომ კიდევ უფრო უნდა გაიმყაროს პოზიციები და საერთაშორისო ბაზარზე …