თბილისი (BPI) –რეგულაციების შემდეგ საბანკო სექტორის მოთამაშეები ახალ პოზიციებზე ლაგდებიან. 13 მომგებიან ბანკს შორის (01/2020 – 92.7 მლნ) I-V ადგილებს სისტემურ ბანკებთან ერთად ბაზისბანკი და პროკრედიტ ბანკები ინაწილებენ.
ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის ალექსანდრე ძნელაძის შეფასებით, სექტორი 2018/2019 წლის რეგულაციებს მოერგო და შესაბამისად მომგებიანობის შენარჩუნება იმ ბანკებმა შეძლო, რომელმაც სამიზნე სეგმენტზე გადაწყობა უფრო ადვილად შეძლო.
ბაზისბანკი მე-4 პოზიციაზეა, თიბისის, პროკრედიტის და საქართველოს ბანკის შემდეგ
13 ბანკი, მოგების მიხედვით ●2020
| 01/2020 | 2019 | ₾ | |
| თიბისი ბანკი | 44,438 | 392,114 | მლნ |
| საქართველოს ბანკი | 34,262 | 390,775 | მლნ |
| პროკრედიტ ბანკი | 4.206 | 23,131 | მლნ |
| ბაზისბანკი | 2,682 | 24,830 | მლნ |
| ლიბერთი ბანკი | 2,484 | 26,832 | მლნ |
| ქართუ ბანკი | 2,404 | 22,449 | მლნ |
| ვითიბი ბანკი | 2,281 | 13,657 | მლნ |
| ტერაბანკი | 1,353 | 20,242 | მლნ |
| ხალიკბანკი | 1.242 | 7,647 | მლნ |
| ბანკი ფინკა | 0.617 | 3,399 | მლნ |
| იშ ბანკი | 0.311 | 5,808 | მლნ |
| ზირაათ ბანკი | 0.224 | 3,472 | ლნ |
| კრედო ბანკი | 0.219 | 27,699 | მლნ |
წყარო: კომერციული ბანკები
Business Political Insights BPI.GE