საარჩევნო „ანომალიები“

თბილისი (BPI-UG) – დღეს 5 ოქტომბერია, რაც იმას ნიშნავს რომ საპრეზიდენტო არჩევნების ციებ-ცხელება კულმინაციას აღწევს. წინასაარჩევნო პერიოდში საკმაოდ საინტერესო და ხშირ შემთხვევაში ღიმილისმომგვრელი ფრაზები, დაპირებები თუ მოწოდებები მოვისმინეთ.

ამ თვალსაზრისით ყველაზე საინტერესო კანდიდატის ადგილს სალომე ზურაბიშვილი იკავებს ფრაზებით:

  • სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო;
  • ეს ის კითხვებია, რასაც ანალისტები და ჟურნალისტები უნდა სვამდნენ;
  • არა ვარ კათოლიკე, ვარ მართმადიანი.

არანაკლებ საინტერესო იყო ზურაბ ჯაფარიძის მიდგომა. გირჩის საპრეზიდენტო კანდიდატმა წინასაარჩევნო სარეკლამო კამპანია პორნოვებგვერდზე PornHub-ზე დაიწყო. ვებგვერდზე განთავსდა ორი ბანერი სხვადასხვა წარწერებით :

  • არ გპირდებით ზომის გაზრდას;
  • მეტი სექსი, მეტი თავისულფება!

კამპანია საკმაოდ წარმატებული გამოდგა, ოთხ საათში ბანერებს ორმოცი ათასამდე ნახვა ჰქონდა.

ქართველი ერი თითქოს მიეჩვია წინასაარჩევნო „ანომალიებს“, საინტერესოა რა ხდება და ხდებოდა სხვა ქვეყნებში არჩევნების პერიოდში.

1958 წელს ქალაქ სან-პაულოში პოლიტიკური კორუფციის შემთხვევა გამოვლინდა. შემთხვევაში მონაწილეობას ყველა გავლენიანი პარტია იღებდა. აქტივისტთა მცირე ჯგუფმა აღნიშნული ფაქტის გაპროტესტება გადაწყვიტა და ერთ-ერთ ოლქში დეპუტატობის კანდიდატად ზოოლოგიის ინსტიტუტში დამწყვდეული მარტორქა კაკარეკო წარადგინა. მარტორქამ საარჩევნო ადმინისტრაციის მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა, მაგრამ 100 000 ხელმოწერის მოგროვება მაინც მოახერხა. მოსახლეობამ კი ნომინალურ გამარჯვებულად მაინც კარაკერო გამოაცხადა.

1968 წელს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა განიზრახა პეციფისტების მიერ შექმნილმა გაერთიანებამ – „ახალგაზრდული საერთაშორისო პარტია“. პარტიამ ვიეტნამის ომის გაპროტესტება გადაწყვიტა და პრეზიდენტობის კანდიდატად ღორი წარადგინა. ღორმა – პეგასმა ნომინირებისთვის აუცილებელი მოთხოვნები დააკმაყოფილა, მაგრამ საბოლოოდ დარეგისტრირებაზე უარი თქვა.

მსგავსი ღონისძიებები ამერიკისთვის უცხო ნამდვილად არ არის. 1988 და 1992 წლებში ჯორჯ ბუშ უფროსის წინააღმდეგ იბრძოდა კატა მორისი. 2008 წელს კი ამომრჩეველთა ბიულეტენში სცადეს ტაქსას ჯიშის ძაღლის – მოლის სახელის ჩაწერა.

1978 წელს რიო-დე-ჟანეიროს მერის არჩევნებზე მოსახლეობის რჩეული შიმპანზე აღმოჩნდა. ცხოველს 400 000-მდე ბრაზილიელმა გამოუცხადა ნდობა.

2009 წელს, ფლორიდასა და ალაბამაში, კონგრესში არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე გარდაცვლილი კანდიდატები აირჩიეს.

2010 წელს ბრაზილიაში, კონგრესში კლოუნი აირჩიეს. უდიპლომო კლოუნის კამპანიის სლოგანი იყო: „არ ვიცი რას აკეთებენ კონგრესმენები, მაგრამ მომეცით ხმა და თქვენც გაგაგებინებთ“ , ამას გარდა ხშირად იყენებდა ფრაზას „ამაზე უარესი მაინც არ იქნება“. მისი პოლიტიკური პლატფორმა ამით მთავრდებოდა, მაგრამ მოსახლეობამ მას ხმა მაინც მისცა. კლოუნმა – Grumpy -მ არჩევნებზე 1.3 მილიონი ხმა მიიღო.

საბედნიეროდ არჩევნები საქართველოში არ არის ყველაზე უცნაური არჩევნები მსოფლიოში, მაგრამ ვნახოთ, ამ ტემპით სავარაუდოდ მალე დავწინაურდებით.

BPI-UG

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …