საარსებო მინიმუმი აგვისტოში ₾189,2-ით განისაზღვა

თბილისი (BPI) – საარსებო მინიმუმი აგვისტოში ივლისთან შედარებით ₾2-ით გაიზრადა და 189,2 ლარით განისაზღვრა.

“საქსტატის” მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მაჩვენებელი 17,8 ლარით არის გაზრდილი.

აგვისტოში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმმა 167,5 ლარი შეადგინა, საშუალო ოჯახისამ – 317,3 ლარი.

ერთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი, სტატისტიკური მონაცემებით, 167,5 ლარით განისაზღვრა, ექვსსულიანის და მეტის კი 445,7 ლარით.

 

შემთხვევითი სიახლე

დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს ჩინეთში უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობა ექნებათ

ჩინეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს ჩინეთში უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობა ექნებათ. …