სააგენტო “აწარმოე საქართველოში“ დიასპორული ინვესტორების ბაზის შექმნას გეგმავს

თბილისი (BPI) – სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ პოტენციური დიასპორული ინვესტორების ბაზის შექმნას გეგმავს.

ბაზა მუდმივად განახლებადი იქნება და ბაზის მონაცემები მიეწოდება საგარეო საქმეთა სამინისტროს და სააგენტოს საინვესტიციო დეპარტამენტს.

„ჩვენ ამ ბაზის შექმნით გვექნება მუდმივი კავშირი უცხოეთში, რადგან ამ ადამიანებს აქვთ ძალიან მჭიდრო კავშირი სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუციებთან და ისინი მზად არიან, რომ საქართველოსთან რამე ტიპის აქტივობა აწარმოონ“,-განაცხად მიხეილ ხიდურელმა.

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …