რძის, ხორცისა და კვერცხის წარმოება ისევ მინუსშია

თბილისი (BPI) – საქართველოში რძის და ხორცის წარმოება კლების ტრენდს ინარჩუნებს.

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის III კვარტალში 160.3 მლნ. ლიტრი რძეა წარმოებული, 4.8%-ით მეტი ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში.

ხორცის წარმოებამ 14.5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2018 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.3%-ით ნაკლებია. ამავდროულად წარმოებულია 146.2 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 5.1%-ით ნაკლებია.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა „ჯივიპის“ მიერ მომხმარებლებზე განხორციელებული უსაფუძვლო დარიცხვების დაუყოვნებლივი შესწავლა დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ბოლო დღეების განმავლობაში შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ …