რუს ტურისტებს საქართველოს ავიაბილეთები მინიმუმ 13%-ით გაუძვირდათ

თბილისი (BPI) – რუს ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა მინიმუმ 13%-ით გაუძვირდათ. როგორც ბილეთების საძიებო სისტემა Biletix-ში განმარტავენ, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების შეწყვეტის შემდეგ, ავიაბილეთები (გადაჯდომით) 13%-ით გაძვირდა.

“უფრო კონკრეტულად, რომ ვთქვათ ზოგიერთი ავიაკომპანიის შემთხვევაში ავიაბილეთი 30%-ითაც კი გაძვირდა, რაც ჩვენი აზრით სიხშირეების სიმცირეს უკავშირდება. რაც უფრო მცირეა, მით უფრო ძვირია”, აცხადებს Biletix-ის გენერალური დირექტორი იგორ კონსტანტინოვი.

ბილეთების საძიებო სისტემა Aviasales-ს გენერალური დირექტორის იანისა დენისის განმარტებით, ვიდრე რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები იყო, ავიაბილეთის ღირებულება (ერთი გზა) 7-8 ათას რუბლს შეადგენდა, დღეისათვის კი რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ავიაბილეთის ღირებულება 12 ათასი რუბლია.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების შეჩერების შემდეგ, ავიაკომპანიების რეაქცია იყო მყისიერი. 8 ივლისიდან ავიაკომპანია Georgian Airways-მა ​ბათუმი-ერევანი-ბათუმის მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას დაიწყო, ხოლო თბილისიდან ერევნის მიმართულებით ფრენის სიხშირეები გაზარდა.

ფრენები ბათუმი-ერევანი-ბათუმის საჰაერო ხაზზე ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, ყოველდღიურად, კვირაში 7 სიხშირით შესრულდება.

ამასთან, ქართულმა ავიაკომპანიამ გაზარდა ფრენის სიხშირე თბილისი-ერევნის მიმართულებით. Georgian Airways-ი აღნიშნულ საჰაერო ხაზზე ამატებს 7 სიხშირეს (ყოველდღე) და ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე რეგულარულ ფრენებს კვირაში 14 სიხშირით შეასრულებს.

შესაბამისად, ავიაკომპანია მგზავრებს თბილისიდან ერევნის მიმართულებით დღეში ორ რეისს შესთავაზებს. ზემოთ ხსენებულის გარდა, Georgian Airways-იასევე შეასრულებს დამატებით რეისებს თბილისიდან ერევნის მიმართულებით 8 ივლისიდან 30 აგვისტომდე, კვირაში 1 სიხშირით.

ფრენები Boeing B737, Embraer ERJ190 და CRJ200 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …