რუსული გავლენები და როგორ გავუმკლავდეთ მას

თბილისი (BPI) – სახელმწიფოს თუ არაერთი ინსტიტუტის მიერ რუსეთის საფრთხეების აღიარების მიუხედავად, საქართველოს უნივერსიტეტი აღმოჩნდა პირველი უნივერსიტეტი, რომელმაც ჩრდილოეთელი მეზობლის გავლენებს მასშტაბური კონფერენცია მიუძღვნა. რუსეთის ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ გავლენებზე, რუსული პროპაგანდის საფრთხეებზე კონფერენციაზე ერთმანეთს მოსაზრებები საერთაშორისო დონის ექსპერტებმა გაუზიარეს. საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ხელმძღვანელი ნათია კალაძე ამბობს, რომ ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდიმარე ასეთი დისკუსიის დაწყება მნიშვნელოვანია და ემაყება, რომ საქართველოს უნივერსიტეტი პირველი უნივერსიტეტია, რომელმაც ასეთ ღონისძიებას უმასპინძლა.

კონფერენცია „რუსული გავლენების კვალდაკვალ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში“ იმ კვლევის შემადგენელი ნაწილია, რომელსაც უნივერსიტეტი 8 თვეა ატარებს და რუსული გავლენების დადგენას ითვალისიწინებს. ნათია კალაძე აღნიშნავს, რომ კვლევა სამ ფაზიანია – ეკონომიკური ფაქტორების დადგენა, როგორ ახდენს გავლენას ეს ფაქტორები პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე და მედია გავლენა.

კონფერენციის მონაწილენი თანხმდებიან, რომ ეკონომიკური ფაქტორები დიდია და ქართულ ეკონომიკაში რუსული კაპიტალის წილიც მზარდი და მოცულობითია. „ეკონომიკური ფაქტორები განსაზღვრავს სხვა ფაქტორებს, რამაც შესაძლოა პრობლემის წინაშე დაგვაყენოს, მათ შორის პოლიტიკურ თვალსაზრისითაც. შესაბამისად, მედიამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გაასმაგებულად უნდა ებრძოლოს ყალბ ინფორმაციას, პროპაგანდას, რათა თავად არ აღმოჩნდეს ამ პროპაგანდის იარაღი”, – აცხადებს ნათია კალაძე.

ჰერიტიჯ ფონდის, ალისონის ცენტრის საგარეო პოლიტიკის კვლევების დირექტორი ლუკ კოფი, საქართველო რუსული ყალბი ინფორმაციის გამკლავების გამოწვევის წინაშეა და მნიშვნელოვანია მასზე რეაგირება.

კონფერენციის მონაწილე ევროპული პოლიტიკის ანალიტიკის ცენტრში რუსეთის პროგრამის დირექტორი და მთავარი მკვლევარი ბრაიან ვიტმორი რუსული კაპიტალის შემცირების მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ სწორედ ეს იძლევა რუსეთიდან საფრთხეების შემცირების შესაძლებლობას.

კონფერენცია 20-ზე მეტ პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მსოფლიო წამყვანი ორგანიზაციების პოლიტიკოსებს, მკვლევარებსა და ანალიტიკოსებს მასპინძლობს.

მოწვეულს სპიკერებს შორის ლუკ კოფისა და  ბრაიან ვიტმორის გარდა არიან აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში მაიკლ კარპენტერი; ჯეფრი მანკოფი – CSIS Russia and Eurasia პროგრამის ხელმძღვანელი, რუსეთთან ურთიერთობის საკითხში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მრჩეველი, ექსპერტი უსაფრთხოების და რუსეთის საგარეო ურთიერთობების საკითხებში; „ნატო-საქართველო: ა.შ.შ და ევროპული ინტერესი“ წიგნის ავტორი; ანდრეას უმლანდი- გერმანელი პოლიტიკის მეცნიერი, რუსეთის და უკრაინის ისტორიის ექსპერტი; კრასენ სტანჩევი- მაკროეკონომიკის ექსპერტი, სოფიას უნივერსიტეტის პროფესორი, ევროკავშირის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და USAID-ის პროგრამების ხელმძღვანელი კავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონში; ზიგიმანტის პავილიონისი- ლიეტუვას რესპუბლიკის პარლამენტის წევრი, ტრანსატლანტიკური და დემოკრატიული სუბკომიტეტის თავმჯდომარე, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში საქართველოს უნივერსიტეტი სამუშაო ვიზიტით ამერიკაშიც იმყოფებოდა. უნივერსიტეტის წარმომადგენლები სტუმრობდნენ ისეთი ორგანიზაციების წარმომადგენლებს როგორებიცაა: New York Times, Harvard University Davis Center for Russian and Eurasian Studies, Center for Strategic and International Studies, Kennan Institute Wilson Center, Digital Forensic Research Lab; Gettysburg College; Taft University, Fletcher School of Law and Diplomacy.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …