მსჯელობა ტურიზმის სეზონურობის გახანგრძლივებაზე – საქართველოს ბევრი მაგალითის გათვალისწინება შეუძლია

თბილისი (BPI) – ტურიზმის სეზონურობა და მისი გახანგრძლივების გზების ძიება იყო ფესტივალ „ტურისტერის“ ერთ-ერთი თემა, რომელიც 31 მარტს ბათუმში „ტურიზმის ინსტიტუტისა“ და მარკეტინგული კომპანია „შინდის“ ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.

როგორც ფესტივალ „ტურისტერზე“ ერთ-ერთ პანელურ დისკუსიაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა რუსუდან მამაცაშვილმა აღნიშნა, ტურიზმის სეზონურობა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

„მნიშვნელოვანია, ვფიქრობთ სეზონის გახანგრძლივებაზე თუ ზოგადად სეზონურობის აღმოფხვრაზე. როდესაც არის სეზონურობის გახანგრძლივებაზე საუბარი შესაძლებელია საფასო პოლიტიკით ადრე დაიწყო სეზონი, ან გვიან დაამთავრო. თუმცა თუ მთლიანად გინდა აღმოფხვრა ეს არის უდიდესი ამოცანა. დიდი მეგაპოლისები და ცნობილი ქალაქები თუ ახერხებენ 4 სეზონის დანიშნულების ადგილი იყვნენ. შესაძლოა მათაც ძალიან უჭირდეთ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და მათთანაც შეინიშნება გარკვეული ცვალებადობა ტურისტულ ნაკადებში. სეზონის გახანგრძლივებისთვის მნიშვნელოვანი თემაა, მაგალითად, ფესტივალების მოწყობა. ამისთვის კი კარგი მაგალითია კანის მაგალითი, როდესაც მათ შექმნეს პრესტიჟულობის განცდა, რომ იქ არამხოლოდ ზაფხულში არამედ ნებისმიერ დროს ჩასვლა არის ძალიან პრესტიჟული და საამაყო. იქ ჩადის ბევრი ვარსკვლავი და შენც კანში ჩასვლით ამის ნაწილი ხდები. ზოგ ტურისტულ ადგილს აქვს მაგალითად უნიკალურობის შეგრძნება. ამისათვის კი კანადის მაგალითია საუკეთესო, როდესაც მათ შექმნეს ისეთი შეგრძნება, რომ თუ არ ჩავიდოდნენ პოლარული დათვების გადაშენების პირას მყოფი ჯიშების მოსანახულებლად, ისინი შემდგომ ამ შანსს დაკარგავდნენ. ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს და საკმაოდ ბევრის მაგალითის გათვალისწინებაა შესაძლებელი“, – აღნიშნა რუსულად მამაცაშვილმა.

შემთხვევითი სიახლე

სემეკსა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკი) და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის მემორანდუმი …