რუსთავში ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება იგეგმება – საწარმოებისთვის კონტროლი მკაცრდება

თბილისი (BPI) – რუსთავში არსებული საწარმოებისთვის გარემოზე ზემოქმედების კონტროლი და სანქციები მკაცრდება.

„ბოლო 20 წლის განმავლობაში, რუსთავში სამრეწველო საწარმოების მასშტაბური მონიტორინგი არ ჩატარებულა. წელს პირველად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განახორციელა მასშტაბური შემოწმება, რომლის მიზანი, საწარმოებში არსებული მდგომარეობის და პრობლემების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიიღება იყო. სამომავლოდ, აღნიშნული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, საწარმოებს დაუწესდებათ კონკრეტული მოთხოვნები, რაც სავალდებულო იქნება შესასრულებლად. ეს მოგვცემს საშუალებას, საწარმოთა კონკრეტული ქმედებების გატარებით, ეტაპობრივად გამოსწორდეს არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა. პარალელურ რეჟიმში, ჩვენ ვმუშაობთ საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომლებიც გულისხმობს გაზრდილ საჯარიმო სანქციებს მათთვის, ვინც არ ასრულებს გარემოსდაცვითი ნებართვების პირობებს, საქმიანობენ ფილტრების გარეშე და ა.შ. სანქციები იქნება საკმაოდ სოლიდური, რაც ვფიქრობ, რომ გარკვეულ შედეგს მოგვცემს და საწარმოების მხრიდან, გარემოსდაცვის კუთხით მეტად პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას გააჩენს“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა.

შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შევლენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წევრები, საერთაშორისო ექსპერტები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ჯგუფი ხელს შეუწყობს წევრებს შორის კოორდინირებულ საქმიანობას და აქტიურ კომუნიკაციას.

შემთხვევითი სიახლე

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express 2024 მონაწილეობა პირველად მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა …