რუსთავის წყალმომარაგების საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

რუსთავის წყალმომარაგებისა და წყალარინების საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, სემეკის წევრი გიორგი ფრუიძე, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ხელმძღვანელი პირები.

შეხვედრაზე განიხილეს რუსთავის წყალმომარაგების სისტემაზე მიმდინარე და დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოები, იმსჯელეს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე წელს განსახორციელებელ პროექტებზე, რომელთა შესრულებასაც მონიტორიგს ერთობლივად გაუწევენ სემეკი და რუსთავის მერია.

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მიმდინარე წელს რუსთავში 15 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს. საინვესტიციო პროექტების ფარგლებში იგეგმება ცენტრალური მაგისტრალის, ქსელური წყალსადენებისა და წყალარინების რეაბილიტაცია. ამასთანავე, დაგეგმილია რუსთავის წყალმომარაგების სისტემის გამართული ფინქციონირებისათვის ელექტროენერგიის ალტერნატიული წყაროს შექმნა.

შემთხვევითი სიახლე

Apple ამზადებს ბიუჯეტურ iPhone 17e-ს და გეგმავს iPad-ისა და Mac-ის ხაზის მასშტაბურ განახლებას

ტექნოლოგიური გიგანტი Apple 2026 წლისთვის პროდუქციის ხაზის მნიშვნელოვან გადახალისებას გეგმავს, რომლის ცენტრალური ფიგურა ახალი, შედარებით …