რუსთავის აზოტმა კონდენსაციური ელექტროსადგური გახსნა

თბილისი (BPI) – „რუსთავის აზოტის“ ტერიტორიაზე ​კონდენსაციური ელექტროსადგური (კეს) გაიხსნა. სადგური აღჭურვილია კომპანია SIEMENS-ის ორთქლის ტურბინის გენერატორის უახლესი ტექნოლოგიებით.

პროექტი 2018 წლის თებერვალში დაიწყო. ელექტროსადგურის სიმძლავრეა 9,0 მვტ. კონდენსაციური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე განთავსდება SIEMENS SST-300-ის ერთი ორთქლის კონდენსაციური ტურბინა ნომინალური 9,0 მვტ ელექტროსიმძლავრით.

პროექტის განხორციელების მიზნით, კომპანიამ 5,5 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

ორთქლის ტურბინის გენერატორი ელექტროენერგიას გამოიმუშავებს იმ ორთქლის მეშვეობით, რომელიც აზოტმჟავას საამქროს მიერ ტექნოლოგიურ პროცესში ადგილზევე გამოიყოფა და ამ დრომდე გამოუყენებლად იკარგებოდა. ამასთან, ელექტროსადგური უზრუნველყოფს სს „რუსთავის აზოტის“ წარმოებისთვის საჭირო მთლიანი ელექტროენერგიის 20%-ს, რაც უნიკალურ საშუალებას იძლევა, კომპანიამ 20%-ით ნაკლები ელექტროენერგია საბითუმო ბაზარზე შეიძინოს.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …