რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის 10 მლნ ევროს გადახდისთვის პირობებს აყენებს

თბილისი (BPI) – რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის ადამიანის უფლებათა ევროპულის სასამართლოს მიერ დაკისრებული 10 მლნ ევროს გადახდისთვის პირობებს აყენებს.

„რია ნოვოსტი“ რუსეთის იუსტიციის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთი ითხოვს თბილისისგან დაზარალებულთა ზუსტი სიის წარდგენას, კონკრეტულად რამდენი ადამიანი დაზარალდა და უნდა დაზუსტდეს თანხის ოდენობა. რუსეთი შიშობს, რომ კომპენსაცია, შესაძლოა, იმ ადამიანებმა მიიღონ, რომლების დაზარალებულად არ მიიჩნევიან.

იქვე ნათქვამია, რომ საქართველოს მიერ წარმოდგენილ სიაში 1795 ადამიანია, რომელთაგან 290 სასამართლოს მიერ მიღებულ დოკუმენტს არ შეესაბამებიან.

შემთხვევითი სიახლე

პარლამენტმა სიგარეტზე აქციზის განაკვეთის ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, 77 ხმით ერთის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილების …