2022 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 502.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, გზავნილები წინა წელთან შედარებით 143%-ით არის გაზრდილი.
ქვეყნების მიხედვით, პირველ ადგილზე კვლავ რუსეთის ფედერაციაა. ოქტომბერში რუსეთის ფედერაციიდან სულ 299 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 726%-ით მეტია. მეორე ადგილს იტალია იკავებს, საიდანაც $36 მილიონი გადმორიცხეს, მესამე პოზიციაზე კი ამერიკის შეერთებული შტატებია, საიდანაც ოქტომბერში 30 მილიონი გადმორიცხეს.
TOP-10 ქვეყანა, საიდანაც ოქტომბერში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა შემდეგია:
რუსეთის ფედერაცია – $299.28 მლნ / ზრდა 726%;
იტალია – $35.72 მლნ / ზრდა 8%;
აშშ – $29.98 მლნ / ზრდა 26%;
საბერძნეთი – $19.13 მლნ / კლება 0.27%;
ისრაელი – $16.43 მლნ / ზრდა 8%;
ყირგიზეთი – $16.21 მლნ / ზრდა 164%;
გერმანია – $15.44 მლნ / ზრდა 42%;
თურქეთი – $8.90 მლნ / ზრდა 4%;
ყაზახეთი – $8.32 მლნ / ზრდა 13%;
სომხეთი – $4.97 მლნ / ზრდა 346%.
მთლიანობაში, 2022 წლის 10 თვეში საქართველოში გზავნილების სახით 3.3 მილიარდი დოლარი გადმორიცხეს, აქედან 1.4 მილიარდი დოლარი რუსეთის ფედერაციაზე, 352 მილიონი იტალიაზე, 263 მილიონი კი აშშ-ზე მოდის.
წყარო: https://www.bpn.ge/