რომეო მიქაუტაძე – ჩვენ ხელს ვუწყობთ განახლებადი ენერგიების სექტორის დივერსიფიცირებას

„ჩვენ ხელს ვუწყობთ განახლებადი ენერგიის სექტორში დივერსიფიკაციის პროცესს და ამ მიმართულებით, ვნერგავთ ახალ რეგულაციას. კერძოდ, სრულდება მუშაობა ევროკავშირის განახლებული დირექტივის დანერგვაზე, რომელიც განსაზღვრავს განახლებადი ენერგიის სექტორის ფუნქციონირებას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ახალი და ბაზარზე ორიენტირებული მხარდაჭერის სქემების დანერგვას, აგრეთვე ბიოსაწვავის, ბიოსითხეებისა და ბიომასის წახალისებას. გარდა ამისა, განახლებული კანონმდებლობა მეტ შესაძლებლობას მისცემს მომხმარებლებს, თავად განავითარონ განახლებადი ენერგია საკუთარი მოხმარებისთვის,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილე რომეო მიქაუტაძემ ტვინინგის პროექტის „მწვანე ენერგიის რეგულირება საქართველოში“ დახურვის ღონისძიებაზე.
რომეო მიქაუტაძემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირს ენერგეტიკის სექტორის მხარდაჭერისთვის. მან ყურადღება გაამახვილა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის წყაროების საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება, ქსელური სატარიფო მეთოდოლოგიის დანერგვა და სხვ. მისი შეფასებით, თვინინგის პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყნის განახლებადი ენერგიის რეგულირების სფეროში ევროპული სტანდარტების დანერგვას.
სემეკში განხორციელებული პროექტი ევროკავშირმა დააფინანსა და ის მიზნად ისახავდა განახლებადი ენერგიის განვითარების პროცესის მხარდაჭერას ქვეყნის ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბაზრებზე არსებული მარეგულირებელი ჩარჩოს ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზაციის კუთხით.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია, აგრეთვე ავსტრიის ელჩი საქართველოში თომას მულმანი.

შემთხვევითი სიახლე

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი სკოლის მოსწავლეებისთვის ახალ პროექტს იწყებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი …