რომელი საერთაშორისო პროექტები განახორციელა სემეკმა 2022 წელს

სემეკის მიერ გამოქვეყნებული 2022 წლის საქმიანობის ანგარიშიდან ვკითხულობთ, რომ გასული წელი საერთაშორისო პროექტების განხორციელების კუთხით კომისიისთვის აქტიური იყო. მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი უკავშირდება „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მხარდაჭერა დიგიტალიზაციისთვის შესაბამისი გარემოს შექმნისა და დიგიტალიზაციის სტრატეგიის შემუშავების შესახებ“ ტვინინგ ლაითს, რომელიც უშუალოდ ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდებოდა.  პროექტის ხანგრძლივობა 9 თვე იყო და მას იტალიის ენერგეტიკული მომსახურებების სამსახური (GSE) ახორციელებდა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში იტალიელი ექსპერტები და კომისიის თანამშრომლები ერთობლივად მუშაობდნენ კომისიის დიგიტალიზაციის სტრატეგიისა და სამუშაო გეგმის პროექტის შემუშავებაზე.

გარდა ამისა, გასულ წელს კომისიაში ევროკავშირის დაფინანსებით დაძმობილების რიგით მე-4 პროექტი მიმდინარეობდა, სახელწოდებით „ქსელური ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების მარეგულირებელი სტრატეგიის შემუშავებისა და მოთხოვნის მხარის ჩართულობის ხელშემწყობი მარეგულირებელი ჩარჩოს ჩამოყალიბება“.

ამასთან, 2022 წლის განმავლობაში „WGDP ქალების გლობალური განვითარების და კეთილდღეობის ინიციატივა – ქალების წინსვლა ენერგეტიკის სფეროში, NARUC/USAID-ის პროექტის ფარგლებში – გენდერული თანასწორობა ენერგეტიკის სფეროში“ არაერთი შეხვედრა ჩატარდა. გასულ წელს სემეკი ასევე აქტიურად თანამშრომლობდა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „საქართველოს ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამასთან“. პროგრამის მიზნებია, ენინგი ჩატარდა, რომლებსაც კომისიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროგრამის მიზნებია: ენერგეტიკული სისტემის გაუმჯობესებული დაგეგმვა, გაზრდილი ინვესტიციები ენერგეტიკული სექტორის მდგრადობის ხელშესაწყობად, გაუმჯობესებული მმართველობა და ფუნქციონირება საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის გამართულად ფუნქციონირებისათვის და შემცირებული კიბერუსაფრთხოების მოწყვლადობა.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …