როგორ უნდა ისარგებლოთ პარკირების ახალი წესებით

თბილისი (BPI) – ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაში მოსახლეობის რეგისტრაციისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის მიზნით, კოტე აფხაზის ქუჩაზე მუნიციპალური პავილიონია განთავსებული.

ნებისმიერი დაინტერესებული პირი მუნიციპალურ პავილიონში მიიღებს სრულ ინფორმაციას, თუ როგორ ისარგებლოს უფასო პარკირებით, როგორ დარეგისტრირდეს ვებგვერდზე www.parking.tbilisi.gov.ge, სადაც საკუთარი ავტომობილის ნომერი უნდა მიუთითოს.

თბილისის მერის განმარტებით, მიდგომა, ეტაპობრივად, თბილისში სხვა ქუჩებზეც გავრცელდება.

ვგეგმავთ, ევროპულ ქალაქებში განხორციელებული პროექტები ჩვენს დედაქალაქშიც დავნერგოთ. 1 აგვისტოდან ვიწყებთ საპილოტე პროექტს საათობრივი პარკირების შემოღებასთან დაკავშირებით. ამ მიზნით ავიღეთ კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძის ქუჩა) და მისი მიმდებარე ქუჩები, რათა პირველ ეტაპზე აქ განხორციელდეს საათობრივი პარკირება. მნიშვნელოვანია ის, რომ კოტე აფხაზის ქუჩის მცხოვრებლებისთვის პარკირება იქნება სრულიად უფასო. ამისთვის საჭიროა, სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტის მეშვეობით, დარეგისტრირდნენ სპეციალურ ვებგვერდზე. ამასთან, კოტე აფხაზის ქუჩაზე განვათავსეთ სპეციალური საინფორმაციო ჯიხური, სადაც ნებისმიერ ადამიანს შესაძლებლობა ექნება მიიღოს სრული ინფორმაცია ამ პროექტთან დაკავშირებით.  პარკირება ასევე უფასო იქნება შშმ პირებისთვის, ელექტროავტომობილების მფლობელებისთვის და A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში.

მერმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის გაზრდის აუცილებლობაზე აღნიშნა.

ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის ინფორმაციით, რეგისტრაცია შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტის მეშვეობით. „ჩვენ მაინც მოვაწყვეთ მუნიციპალური პავილიონი, რათა ადგილობრივ მოსახლეობას მუნიციპალიტეტის თანამშრომლები მოემსახურონ, დაეხმარონ მათ რეგისტრაციის გავლაში და საჭირო ინფორმაციის მიღებაში. ასევე, კოტე აფხაზის ქუჩაზე არ დადიოდა ავტობუსი და ჩვენი დავნიშნეთ რამდენიმე ახალი მარშრუტი, რომ აღნიშნულ ქუჩაზე მუნიციპალურმა ავტობუსმა იმოძრაოს. ეს არის ერთიანი კონცეფციის ნაწილი, რათა ადრე თუ გვიან, ჩვენ უფრო მეტად მოვიხმაროთ საზოგადოებივი ტრანსპორტი და ნაკლებად დავაბინძუროთ ჩვენი დედაქალაქი“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ვებგვერდზე www.parking.tbilisi.gov.ge უკვე დარეგისტრირდა 114 პირი, ხოლო საინფორმაციო ჯიხურში 150-მდე პირს გაეწია კონსულტაცია.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …