როგორ აფასებენ ინვესტორები სტარტაპებს

თბილისი (BPI) – თუ გინდათ, გაიგოთ როგორ აფასებენ ინვესტორები სტარტაპებს, შემოუერდით აქ და ახლა სტარტაპერის Facebook და თიბისის Instagram გვერდებს, სადაც 17 სექტემბერს 20:00 საათზე დაიწყება ინტერვიუ Pegasus Tech Ventures-ის პარტნიორთან ბილ რაიქერთთან.

ბილ რაიქერთი არის Garage Technology Ventures-ის ერთერთი დამფუძნებელი. სხვადასხვა დროს მან მონაწილეობა მიიღო ვენჩურული კაპიტალით დაფინანსებული სტარტაპების განვითარებაში, მათ შორის ისეთების, როგორიც არის Trademark Software, The Learning Company და Academic Systems.

რაიქერთმა ჰარვარდის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, M.B.A. სტენფორდის უნივერსიტეტში მიიღო. ის იყო Churchill Club-ის დამფუძებელი და თავმჯდომარე, ასევე ორგანიზაცია Silicon Valley Association of Startup Entrepreneurs – ის თანადამფუძნებელი.

ბილ რაიქერთთან ინტერვიუ Startup World Cup-ის ფარგლებში ჩაიწერა და მას თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკოლოზ ქურდიანი უძღვება.

 

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …