როგორ აპირებს სემეკი მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების განვითარების წახალისებას

საქართველოში მიკროსიმლძლავრის ელექტროსადგურების განვითარების კუთხით წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმებოდა. მათ შორის, 2020 წელს მწვანე ენერგიაზე მომუშავე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 100 კვტ-დან 500 კვტ-მდე გაიზარდა. სიახლე შეეხო როგორც ინდივიდუალურ მომხმარებლებს, ისე მომხმარებელთა ჯგუფს, რომლებსაც სურთ, ჰქონდეთ განახლებად ენერგიებზე მომუშავე ელექტროენერგიის გამომუშავების საკუთარი წყარო საყოფაცხოვრებო ან არასაყოფაცხოვრებო მიზნებისთვის. გარდა ამისა, გაუქმდა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ელექტროენერგიის მოხმარების ადგილას მიერთების აუცილებლობა. მომხმარებლისა და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ერთი გამანაწილებელი კომპანიის ქსელით სარგებლობის შემთხვევაში შესაძლებელი გახდა ელექტროენერგიის წარმოება და მოხმარება სხვადასხვა ადგილას. ცხადია, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურებისთვის არსებული რეგულაციები მუდმივ განვითარებასა და დახვეწას საჭიროებს. კითხვაზე თუ როგორ აპირებს სემეკი მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების განვითარების წახალისებას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ელექტროენერგიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე თორნიკე აფრიაშვილი აცხადებს, რომ კომისია აქტიურად მუშაობს ევროპის სხვადასხვა მარეგულირებელთან ერთად და ქვეყანაში მოხდება ისეთი პრაქტიკის დანერგვა, რომელიც მორეგებული იქნება სექტორში არსებულ ტენდეციებს.

„რა თქმა უნდა, სემეკი ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს ამ საკითხზე, ვინაიდან რეგულაციები მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების შესახებ საჭიროებს განვითარების შემდგომ ეტაპებს. შესაბამისად, ამ დროისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკებები ევროპის სხვადასხვა მარეგულირებელთან, რათა მოხდეს შერჩევა სწორი პრაქტიკის  და ის მორგებულ იქნეს ჩვენს დღევანდელ რეალობასთან. მათ შორის, გასათვალისწინებელი იქნება ელექტროენერგეტიკული სისტემის სიმცირე, თავითონ მომხმარებლის შემოსავლების დონე, არსებული ტარიფები და ასე შემდეგ. სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, იქნება დამუშავებული და წარმოდგენლი შესაბამისი რეგულაციები. როგორც იცით, ჩვენ არ ვმუშაობთ ფარულად, ვაქვეყნებთ ინფორმაციას და განვიხილავთ კიდეც დაინტერესებულ მხარეებთან ერთად. შესაბამისად აღნიშნული განხილვები იქნება საჯარო და ამის შემდეგ მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს“. – აღშნინა თორნიკე აფრიაშვილმა.

შემთხვევითი სიახლე

15 მარტს ექვსმა მარეგულირებელმა უწყებამ მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო დღე ბათუმში აღნიშნა

15 მარტს, მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, ბათუმში, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, დაზღვევის …