როგორც რეფინანსირების განაკვეთზე თქვენი განცხადებები ამომწურავია, ასე უნდა იყოს ინფლაციის ნაწილშიც – გიორგი აბაშიშვილი სებ-ის პრეზიდენტს

“რაც მაკლია და ვერ ვიღებ სებ-სგან არის ის, რომ ეროვნული ბანკი ზედმეტად მეტს იღებს თავის თავზე და ამის შესახებ შემდგომ ინფორმაცია უფრო ვრცლად და ფართოდ არ ვრცელდება”, აცხადებს CIU ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, საქართველოში გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტის ადგილობრივი კონსულტანტი გიორგი აბაშიშვილი, რომელიც დღეს პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სებ-ის მომავალი სამი წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტის წარდგენას ესწრებოდა.

გიორგი აბაშიშვილმა სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობა და პოლიტიკა შეაფასა და კობა გვენეტაძეს გარკვეული რეკომენდაციაც მისცა.

“მესმის პოლიტიკოსების შეფასებები, რა უთხრან ამომრჩევლებს და ამ დროს ეროვნული ბანკი დგას თავის მართლების რეჟიმში ეკონომიკური ფაქტორებით, პოლიტიკოსებს კი პოლიტიკური ახსნა სჭირდებათ. სწორედ ამიტომ, სინამდვილეში, როცა თქვენ საუბრობთ ინფლაციურ მოლოდინებზე, მოგეხსენებათ, ინფლაციური მოლოდინები ძალიან სერიოზული რისკია, უფრო დიდი რისკის მატარებელია, ვიდრე ცალკეული პროდუქციის გაძვირება და ცალკეული მცირე შოკი.

ზუსტად ამიტომ, მე ვერ ვხედავ ინფლაციური მოლოდინების მართვას, თუ უფრო მეტად არ გამოჩნდა თქვენი და მთავრობის ერთობლივი, კოორდინირებული მოქმედებები, რომელიც შეიძლება მინისტრების, მოადგილეების დონეზე ყოველღიურია, მაგრამ ეს არ ჩანს, მე მაკლია და იმისთვის, რომ მე მეტი ნდობა მქონდეს და ინფლაციურ რეჟიმში არ გადავიდე, ეს უნდა ვიცოდე. ისევე როგორც რეფინანსირების განაკვეთზე თქვენი განცხადებები ამომწურავია, ისე უნდა იყოს ინფლაციის ნაწილშიც“, – მიმართა გიორგი აბაშიშვილმა კობა გვენეტაძეს.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …