როგორი იყო 2023 წელი Mastercard-სთვის საქართველოში

ციფრული გადახდების გლობალური ლიდერისთვის, Mastercard-სთვის, 2023 წელი, ისევე როგორც წინა წლები, უამრავი ახალი გამოწვევით, გამორჩეული პარტნიორებით, უნიკალური პროექტებითა და შეუფასებელი ემოციებით იყო სავსე.

▪ ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე Mastercard ეროვნულ ბანკთან, USAID-თან, ფინტექ ასოციასთან და სხვა პარტნიორებთან ერთად უამრავ საინტერესო პროექტს ახორციელებს.
▪ Mastercard-ის საგადახდო ქსელს 2023 წელს Emoney და Rico შეუერთდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ უკვე შეეძლებათ Mastercard ბარათების გამოშვება.
▪ პარტნიორ ბანკებთან ერთად Mastercard-მა მომხმარებლებს 200-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის ფასდაკლებისა და ქეშბექის შეთავაზება მოუმზადა.
▪ ფინანსური წიგნიერების ამაღლების კუთხით დაიწყო თანამშრომლობა ისეთ მნიშვნელოვან პარტნიორებთან, როგორიცაა საქართველოს გაეროს ასოციაცია და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
▪ Mastercard თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის, რუსთაველის ეროვნული თეატრის, თავისუფალი და ახალი თეატრების ოფიციალური მხარდამჭერი და პარტნიორი გახდა.
▪ Mastercard-ის შეუფასებელი სამოგზაურო გამოცდილებებით მომხმარებლებმა უამრავი სხვადასხვა მიმართულებით ისარგებლეს.

Mastercard-სა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც ქვეყნის ციფრულ ტრანსფორმაციას ისახავს მიზნად, 2023 წელს, საქართველოს ფინტექ ასოციაციასთან თანამშრომლობით, Tap on Phone პროექტის ახალი ეტაპი დაიწყო.

Tap On Phone – ეს არის უკონტაქტო ციფრული გადახდის სწრაფი, სანდო და რაც მთავარია, ნაკლებად ხარჯიანი ალტერნატივა. Tap On Phone ტექნოლოგიის გამოსაყენებლად, საჭიროა მხოლოდ ანდროიდის ტიპის სმარტფონში ჩამოტვირთული აპლიკაცია – ამის შემდეგ, მოწყობილობა POS ტერმინალის ჩამნაცვლებელი გახდება.

გარდა ამისა, 2023 წლის დეკემბერში საქართველოს ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით, USAID-სა და Mastercard-ს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც საქართველოში ელექტრონული კომერციის გაძლიერებას ისახავს მიზნად. ეს პარტნიორობა ბიზნესებსა და მომხმარებლებს დაეხმარება ისარგებლონ საქართველოს მთავრობის მიერ ელექტრონული კომერციის სფეროში გატარებული რეფორმებით.

პარტნიორობის ფარგლებში დაიგეგმა საინფორმაციო კამპანია, რომელიც ბიზნესისა და მომხმარებლის ცნობიერების ამაღლებასა და ელექტრონული ვაჭრობის მიმართ ნდობის გაზრდას უზრუნველყოფს; ასევე განხორციელდება ტექნიკური ექსპერტიზა წამყვან საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით, რომელიც მიზნად ისახავს ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის მხარდამჭერი ინსტრუმენტის, “ჭკვიანი კონტრაქტების” შემუშავებას.

თუმცა, Tap on Phone არ არის ერთადერთი სერვისი, რომელსაც Mastercard მცირე და საშუალო ბიზნესებს (SMEs) სთავაზობს. ის მათ ფინანსური წიგნიერების ამაღლებაშიც ეხმარება. 2023 წლის მაისში, საქართველოში ფინანსური განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, Mastercard-სა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, მოეწყო ფინანსური განათლების კუთხე ბიბლიოთეკის ისტორიულ შენობაში და დაიგეგმა მსგავსი კუთხეების გახსნა რეგიონულ ბიბლიოთეკებშიც.

დავით ზღუდაძე, Mastercard-ის რეგიონული დირექტორი საქართველოსა და სომხეთში: „2024 წლისთვის, Mastercard გეგმავს, რომ კიდევ უფრო გავძლიერდეთ ფინანსური განათლების, ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციისა და შეუფასებელი გამოცდილებების მიმართულებით. Mastercard საქართველოს ოფისს, რომელიც მთელ რეგიონს, ასევე აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის რამდენიმე ქვეყანასაც ფარავს სხვადასხვა მიმართულებით, ქვეყნის ფინტექ ჰაბად ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს და უამრავი ტერნოლოგიური და ფინანსური სიახლის დანერგვაში ეხმარება“.

2023 წლის განმავლობაში, Mastercard-მა მომხმარებლებს უამრავი სხვადასხვა ფასდაკლება და ქეშბექი შესთავაზა. მხოლოდ Mastercard World Elite-ის სამოგზაურო უპირატესობების ფარგლებში, ბარათის მფლობელები სარგებლობდნენ უფასო და შეუზღუდავი წვდომით 1200 აეროპორტის ბიზნეს ლაუნჯში, ფასდაკლებით როუმინგის ინტერნეტის პაკეტებსა და www.booking.com-ის ჯავშნებზე; სწრაფად გადიოდნენ სასაზღვრო პროცედურებს Fast Track-ით და Duty Free-ში იღებდნენ ფიქსირებულ ქეშბექს. Mastercard-ის ბარათის მფლობელებმა მიიღეს ექსკლუზიური შეთავაზებები Iveria Beach-ზე და ზაფხული შეუფასებელი მოგონებებით აავსეს.

2023 წელს, Mastercard ბაკურიანში გამართული სათხილამურო და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატის პარტნიორი გახლდათ. ზამთრის კურორტებთან პარტნიორობა 2024 წლის სეზონზეც გრძელდება და Mastercard-ის ბარათის მფლობელებს სასრიალო აბონემენტებზე 35%-მდე ფასდაკლებით ანებივრებს.

აღსანიშნავია უნიკალური პარტნიორობა ქართულ თეატრებთან. Mastercard-ის მომხმარებლებს საშუალება აქვთ თბილისის ოპერისა და ბალეტის და რუსთაველის ეროვნულ თეატრებში ბრენდირებული ლოჟებიდან, ხოლო თავისუფალ და ახალ თეატრებში სპეციალურად გამოყოფილი რიგების საუკეთესო ადგილებიდან ადევნონ თვალი საინტერესო სპექტაკლებს. კულტურული მიმართულებით Masteracard-სთვის 2024 წელი კიდევ უფრო დატვირთული და მრავალფეროვანი გახდება.

გარდა ამისა, გასულ წელს Mastercard-მა წარადგინა ქვეყნის უმნიშვნელოვანესი კულტურული ღონისძიებები: Mercedes-Benz Fashion Week TBILISI, ელექტრონული მუსიკის ფესტივალი 4GB, Tbilisi Open Air და თბილისის საერთაშორისო კინო ფესტივალი. Mastercard-ის მხარდაჭერით, ბათუმში კი, გია ყანჩელისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიმართა. Falestra-სთან ერთად შექმნა შეუფასებელი მუსიკალური საღამოები და ქართველ მსმენელებს Lisa Stansfield-ისა და Macy Gray-ის კონცერტებზე უმასპინძლა. ჯერ კიდევ წლის დასაწყისში, Mastercard-მა SOLO-სთან ერთად წარადგინა დაუვიწყარი ღონისძიება, „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა™“, ჯონ უილიამსის საორკესტრო ნაწარმოების ცოცხალი შესრულების თანხლებით.

მოგზაურობა შეუფასებელ სამყაროში გრძელდება. ახალი წლის ღამეს, Mastercard მომხმარებლებს ჯადოსნურ ღონისძიებებზე ეპატიჟება: ABBA Mania-ს დისკო დღესასწაული ფალესტრაში გაიმართება, პარალელურად, „რესპუბლიკაში“ Boney M Reloaded იზრუნებს საახალწლო განწყობის შექმნაზე, ხოლო ძველი კინოსტუდია „ადამი და ევა“ ჰიპ-ჰოპის მოყვარულებს რეჯი სნოუს კონცერტს უმასპინძლებს.

წინ შეუფასებელი შესაძლებლობების 2024 წელია, რომელიც აღმოჩენას ელოდება!

შემთხვევითი სიახლე

15 მარტს ექვსმა მარეგულირებელმა უწყებამ მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო დღე ბათუმში აღნიშნა

15 მარტს, მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, ბათუმში, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, დაზღვევის …