თბილისი (BPI) – King David-ის მრავალფუნქციურ კომპლექსში საქართველოში პირველი ორ-დონიანი მექანიზებული პარკინგის გაიხსნა.
King David პირველი დეველოპერული პროექტია, რომელმაც ქალაქში არსებული გამოწვევების პასუხად ავტოპარკინგის პრობლემის გადაჭრა მრავალდონიანი მექანიზებული ავტოსადგომების შექმნის გზით გადაწყვიტა. ამჟამად, King David -ის მრავალფუნქციური კომპლექსი აღჭურვილია 296 საპარკინგე ადგილით და მექანიზებული პარკინგის დამატების შემდეგ ავტოპარკინგის საერთო რაოდენობა 605-ს მიაღწევს.
King David 70 მლნ დოლარის ინვესტიციაა, რომელმაც თბილისში ცათამბჯენების მშენებლობის პრეცედენტი შექმნა და 5 ვარსკვლავიან ცხოვრების სტილს ჩაუყარა საფუძველი. მრავალფუნქციური კომპლექსი King David აერთიანებს A კლასის ბიზნეს ცენტრს, პრემიუმ კლასის საცხოვრებელ რეზიდენციებს, გამაჯანსაღებელ-რეკრეაციულ ზონას და კვების ობიექტებს. ამ ეტაპისთვის, მრავალფუნქციური კომპლექსის საცხოვრებელი ნაწილი – KDR დასრულებულია, King David ბიზნეს ცენტრის 87% დატვირთულია, ფუნქციონირებს 300 სტუმარზე გათვლილი KD Café, Sky Hall-ის საკონფერენციო დარბაზი, მუშაობს იტალიური ბარ-რესტორანი XVII • Seventeen და 120 ადამიანზე გათვლილი საერთო სამუშაო სივრცე KD4US.

