როგორია იმუნიტეტის ხანგრძლივობა მათში, ვინც COVID-19-სგან გამოჯანმრთელდა?

ბარსელონას გლობალური ჯანმრთელობის ინსტიტუტის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ადამიანებს, რომლებმაც COVID-19 გადაიტანეს უვითარდებათ მოკლევადიანი იმუნიტეტი, ხოლო ვაქცინები უზრუნველყოფს გრძელვადიან დაცვას SARS-CoV-2-ის წინააღმდეგ. ამის შესახებ ნათქვამია ჟურნალ BMC Medicine-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

ექსპერტებმა ჩაატარეს სეროლოგიური კვლევა, რომელმაც დაადგინა ანტისხეულების რაოდენობა კატალონიის მოსახლეობაში ვაქცინაციის კამპანიის დაწყებიდან ექვსი თვის შემდეგ.

კერძოდ, ექსპერტები აკვირდებოდნენ ანტისხეულების დონეს და ტიპს ხუთი ვირუსული ანტიგენის მიმართ – მთლიანი S-პროტეინი, S2 ფრაგმენტი, RBD რეცეპტორების დამაკავშირებელი დომენი, აგრეთვე ნუკლეოკაფსიდის (N) ცილა და N-ტერმინალური ფრაგმენტი.

გლობალური ჯანმრთელობის ინსტიტუტის ანალიზი მოიცავდა 1076 ადამიანის მონაცემებს, რომელთა ასაკი 43-დან 72 წლამდე მერყეობდა.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …