როგორია ახალი სასტუმრო შატო ხაშმი/ფოტოები

თბილისი (BPI) – კახეთის რეგიონის სოფენ ხაშმში ახალი სასტუმრო „შატო ხაშმი“ გაიხსნა. სასტუმრო 11 ნომრიანია, მაში იქნება ქართული ტრადიციული კერძების რესტორანი.

სასტუმროს მარანში სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ ღვინის დაწურვის ტრადიციას და დააგემოვნოს ცნობილი ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო ხაშმის საფერავი. მოწყობილია ტურისტული ინფრასტრუქტურაც.

„შატო ხაშმი“ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ფარგლებში, ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 1 650 000 ლარს შეადგენს. პროექტის შედეგად, შეიქმნა 20 სამუშაო ადგილი.

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …