რკინიგზის 2 თანამშრომელი დაშავდა

თბილისი (BPI) – ზესტაფონში, სს „საქართველოს რკინიგზის“ დასავლეთის სალიანდაგო სამმართველოს საწყობში, მოხდა  უბედური შემთხვევა და სამუშაოს შესრულების დროს, მარაგი ნაწილების ჩამოშლის შედეგად,  სხეულის დაზიანება მიიღო რკინიგზის ორმა თანამშრომელმა – სახელოსნოს მჭედელმა მიხეილ ბებიაშვილმა და ხელოვნური ნაგებობების ბრიგადირმა მერაბ ნებიერიძემ. დაშავებულებს გაეწიათ  სასწრაფო სამედიცინო დახმარება და გადაიყვანეს  საავადმყოფოში. 

სს „საქართველოს რკინიგზა“ მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო. უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა, ამასთან ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, რის შედეგადაც დადგინდება შემთხვევის გამომწვევი მიზეზები.

სს „საქართველოს რკინიგზა“ მაქსიმალურ დახმარებას აღმოუჩენს უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებულებსა და მათ ოჯახებს.   

შემთხვევითი სიახლე

სამედიცინო უნივერსიტეტის გამოწვევაა, რომ იღებენ ჭარბად უცხოელ სტუდენტებს – ირაკლი კობახიძე

სამედიცინო უნივერსიტეტის გამოწვევაა, რომ იღებენ ჭარბად უცხოელ სტუდენტებს, ვფიქრობთ, უნდა დაინერგოს კონკრეტული პრინციპი – ბიზნესი …