რკინიგზის მენეჯერებმა ბრიუსელში ევროპის სარკინიგზო ასამბლეაში მიიღეს მონაწილეობა

თბილისი (BPI) – საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ და კორპორატიული მართვის დეპარტამენტის უფროსმა ნინო ჯორბენაძემ ქალაქ ბრიუსელში გამართულ ევროპის სარკინიგზო დაჯილდოვების ცერემონიასა და ევროპის სარკინიგზო გაერთიანის რიგით 63-ე გენერალურ ასამბლეაში მიიღეს მონაწილეობა.

ასამბლეაზე განხილეს სარკინიგზო სექტორთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც ხელს შეუწყობს სარკინიგზო ტრანსპორტის განვითარებას ევროკავშირის პოლიტიკის დონეზე და სატრანსპორტო დერეფნების განვითარებას. ისაუბრეს პარტნიორ სახელმწიფოებთან, მათ შორის საქართველოსთან, შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამომავლო ურთიერთობებზე.

შეხვედრები გაიმართა ევროპის მობილობისა და ტრანსპორტის გენერალური დირექტორატის (DG Move) ხელმძღვანელ ჰენრიკ ჰოლოლაისთან, ევროპის სარკინიგზო გაერთიანების (CER) აღმასრულებელ დირექტორ ლიბორ ლოხმანთან და დოიჩე ბანის (DB) გენერალურ დირექტორ რიჩარდ ლუცისთან. შეხვედრებზე მხარეებმა ერთმანეთს სამომავლო თანამშრომლობის პრინციპები და ხედვები გაუზიარეს.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა 4 თვეში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს უსაფუძვლოდ დარიცხული 120 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2026 წლის იანვარიდან აპრილის ჩათვლით ელექტროენერგიის, ბუნებრივი …