რკინიგზის გიდები მგზავრებს აჭარის მარშრუტების ისტორიას გააცნობენ

თბილისი (BPI) – 3 აგვისტოს, თბილისი-ბათუმის რეისზე მგზავრებს დათო გორგილაძე და ნინია მაჭარაშვილი დაემგზავრებიან.

საქართველოს რკინიგზა აგრძელებს ქვეყნის ამბების მოყოლას. ე.წ. გიდები მგზავრებს აჭარის ძველი თუ ახალი მარშრუტების შესახებ სხვადასხვა ისტორიას გააცნობენ. თუ ჯერ კიდევ არ იცით სად არის ბათუმში პრინცესას აივანი, რა ისტორია აქვს ბათუმის თეატრს, რატომ უნდა მიხვიდეთ თევზის ბაზარში, როგორია ძმები ნობელების მუზეუმი – აუცილებლად დაემგზავრეთ თბილისი-ბათუმის მატარებელს. როგორც, საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ ეს ამბების არასრული ჩამონათვალია და გზა ბათუმამდე თავგადასავლებით იქნება სავსე.

მნიშვნელოვანია მგზავრებმა გაითვალისწინონ, რომ მგზავრობის პროცესში იქნება გადაღების პროცესი. მათთვის ვინც ე.წ. გზამკვლევების რეისებზე ვერ მოხვდება, საქართველოს რკინიგზა საინფორმაციო ვიდეო რგოლებს მოამზადებს.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები ქ. თელავის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ინიციატივითა და …