რკინიგზების ხელმძღვანელებმა თბილისში შუადერეფნის საერთო კრება გახსნეს

დღეს თბილისში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფანი) საერთო კრება
საქართველოს ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გახსნა.
შუა დერეფანი, რომელიც ინტერმოდალური და მულტიმოდალური გადაზიდვების გაძლიერებას 2013 წლიდან უწყობს ხელს, აქტიურად მუშაობს დერეფანში სატვირთო გადაზიდვების გაზრდაზე.
ყოველწლიურ საერთო კრებაზე შუა დერეფნის მონაწილე სარკინიგზო ადმინისტრაციების წარმომადგენლები, საზღვაო და საპორტო გადამზიდავები ტრანსკასპიური
საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის გამტარუნარიანობის გაზრდაზე, ახალი ტვირთების მოზიდვაზე, გამჭოლ ტარიფებსა და სერვისების გაუმჯობესებაზე მუშაობენ. ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის საერთო კრება საქართველოში უკვე მეორედ იმართება. სამუშაო ვიზიტით თბილისში ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის რკინიგზების ხელმძღვანელი პირები ჩამოვიდნენ. საერთო კრებაზე სიტყვით საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი, გამოვიდა. დავით ფერაძემ შუა დერეფნის როლზე ისაუბრა თუ რამდენად მნიშვნელოვანია იგი კომპანიის განვითარებისათვის.
,,აღსანიშნავია, რომ ასეთი მასშტაბის შეხვედრა საქართველოს რკინიგზის იუბილეს დაემთხვა. საერთო კრებაზე შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობასა და სამომავლო გეგმებზე ვისაუბრეთ. არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მარშრუტზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია. ჩვენი მიზანია დერეფანში რაც შეიძლება მეტი ტვირთი გავატაროთ და საქართველოს რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების მაჩვენებლები გავზარდოთ. ” – განაცხადა დავით ფერაძემ.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …