რკინიგზა უკვე მომგებიანია, კერძოდ, შარშან მოგებამ შეადგინა 52 მლნ ლარი, წელს, პირველი კვარტალის მოგება უკვე არის 23 მლნ ლარი – ღარიბაშვილი

რკინიგზა არის მომგებიანი უკვე. კერძოდ, შარშან მოგებამ შეადგინა 52 მილიონი ლარი. წელს, პირველი კვარტალის მოგება უკვე არის 23 მილიონი ლარი და ჩვენი ვარაუდით, წელს გაცილებით გადააჭარბებს წინა წლის მოგებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას, დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერის თქმით, კიდევ უფრო მეტი ინვესტირება უნდა მოხდეს რკინიგზის  ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში.

„რკინიგზა არის მომგებიანი უკვე. კერძოდ, შარშან მოგებამ შეადგინა 52 მილიონი ლარი. წელს, პირველი კვარტალის მოგება უკვე არის 23 მილიონი ლარი და ჩვენი ვარაუდით, წელს გაცილებით გადააჭარბებს წინა წლის მოგებას, იმიტომ, რომ კორიდორში არის ძალიან გაზრდილი ტვირთების ნაკადები. კიდევ უფრო მეტი ინვესტირება უნდა მოვახდინოთ ზოგადად, რკინიგზის  ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში. რაც უკრაინის ომმა შექმნა ლოგისტიკაში, ასევე ტრანსპორტში, ბუნებრივია, ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია და ჩვენ უნდა გადავეწყოთ და უკეთ მოვემზადოთ მომდევნო წლების განმავლობაში. ბოლო 4 წელია რკინიგზის სატვირთო გადაზიდვებში რეკორდული ზრდა ფიქსირდება. შარშან ივნისში, 500 მილიონი დოლარის ევრობონდების რეფინანსირებით რკინიგზამ პროცენტის სახით დაზოგა 100 მილიონ დოლარზე მეტი. ეს ევრობონდებიც ამათი დატოვებული იყო და ძალიან მაღალ საპროცენტო განაკვეთში იყო ეს ევრობონდები გამოშვებული“, – განაცხადა პრემიერმა.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის …