რკინიგზა რეისებს ამატებს

თბილისი (BPI) – ახალი წლისა და შობის დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთნაკადის  მომსახურების მიზნით,  „საქართველოს რკინიგზა“   დამატებით რეისებს ნიშნავს.

თბილისი-ზუგდიდი-თბილისის (N878/877) და თბილისი-ბათუმი-თბილისის (808/807) მიმართულებით რეისები შესრულდება –  2020 წლის  3; 4; 5; 6;  და 7 იანვარს

დამატებითი მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი განრიგით:

 

თბილისი–ზუგდიდი–თბილისი #878/877
გასვლა ჩასვლა გამოსვლა ჩამოსვლა
08:50 14:30 19:10 0:35
თბილისი–ბათუმი–თბილისი #808/807
გასვლა ჩასვლა გამოსვლა ჩამოსვლა
10:30 15:30 17:00 22:00

ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.

ბილეთები იყიდება  ასევე  ვებ გვერდებზე  (Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge), სწრაფი გადახდის აპარატებსა  და საბილეთო სალაროებში.

 

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ იმერეთის ქარის ელექტროსადგურის პროექტის პირველი ეტაპის მშენებლობის დაწყების ცერემონია გახსნა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ 104 მგვტ-იანი სიმძლავრის  იმერეთის …