რკინიგზას ტვირთბრუნვიდან შემოსავალი 32 მლნ-ით გაეზარდა

თბილისი (BPI) – „საქართველოს რკინიგზის“ 2019 წლის  6 თვის მონაცმებით, სატვირთო გადაზიდვებიდან მიღებული  შემოსავალი  მნიშვნელოვნად გაიზარდა. კერძოდ, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში  შემოსავალი 32,7 მლნ ლარით  (23 %) – ით მეტია, ხოლო 2017 წლის იგივე პერიოდის შემოსავალს 20,8  მლნ ლარით (14%)-ით აღემატება.

მიუხედავად იმისა, რომ  ბოლო წლების განმავლობაში ნედლი ნავთობის სარკინიგზო გადაზიდვა  საგრძნობლად შემცირდა, ხოლო 2019 წლის განმავლობაში ამ სახეობის ტვირთის გადაზიდვა  ნულოვანია, შემოსავლების მატება განპირობებულია მშრალი ტვირთების სარკინიგზო გადაზიდვების მატების ტენდენციით. აღსანიშნავია, რომ 2018 წლიდან დაიწყო ახალი ტვირთების მოზიდვა სარკინიგზო გადაზიდვებისათვის, მათ შორის არის ყაზახური ხორბალი და ნახშირი.

შემთხვევითი სიახლე

წყალმომარაგების სექტორში მეტი ინვესტიცია ნიშნავს შემცირებულ ავარიულ გათიშვებსა და მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას – დავით ნარმანია

სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 31-ე პანელურ დისკუსიაში – „წყლის რესურსები …