საქართველოს რკინიგზაზე საკონტეინერო გადაზიდვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

თბილისი (BPI) – 2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით საქართველოს რკინიგზის ჯამურმა სატვირთო გადაზიდვამ 2.5 მილიონი ტონა შეადგინა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით  105 ათასი ტონით მეტია, ხოლო გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავალი 2018 წლის პირველი კვარტლის შემოსავალს 3.2 მილიონი აშშ დოლარით აღემატება.

მატება განპირობებულია, როგორც მშრალი ტვირთების სავაგონო გზავნილების, ასევე საკონტეინერო გზავნილების მნიშვნელოვანი ზრდით.   2019 წლის პირველ კვარტალში  გადაიზიდა 1.48 მილიონი ტონა მშრალი სავაგონო ტვირთი, 2018 წელთან შედარებით აღნიშნული მაჩვენებელი 9% – ითაა გაზრდილი. 

მშრალი სავაგონო ტვირთის გადაზიდვა, პირველი კვარტალი (‘000 ტონა)

2018 წლიდან საქართველოს რკინიგზით ახალი ტვირთების, კერძოდ  ყაზახური ხორბლის და ნახშირის ტრანზიტული გადაზიდვები ხორციელდება.

2019 წლის პირველ კვარტალში საკონტეინერო გადაზიდვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია – გადაზიდულია 18 000 კონტეინერი,  2018 წელთან შედარებით მაჩვენებელი 31% – ითაა გაზრდილი. 

საკონტეინერო გადაზიდვა, პირველი კვარტალი (TEU)

  შემოსავალი საკონტეინერო გადაზიდვებიდან, პირველი კვარტალი (‘000 აშშ დოლარი)   

საკონტეინერო ტვირთბრუნვის მატებას საქართველოს რკინიგზაზე გარკვეულწილად ტრანზიტული ტვირთების მზარდი მოცულობა განაპირობებს – ამ მიმართულებით დადებითი ტრენდი  2018 წელს დაფიქსირდა. 

ბაზარზე არსებული მოთხოვნების გათვალისწინებით საქართველოს რკინიგზა აქტიურად მუშაობს  მშრალი ტვირთების, მათ შორის კონტეინერების მოზიდვასა და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებაზე.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …