რით ვაშენებთ – ცემენტის 31 სახეობიდან სტანდარტს მხოლოდ 9 აკმაყოფილებს

თბილისი (BPI) – ადგილობრივად წარმოებული შეფუთული ცემენტის 31 სახეობიდან 6 კომპანიის მხოლოდ 9 პროდუქტმა (29%) დააკმაყოფილა ევროპული EN197-1 და EN413-1 სტანდარტების მოთხოვნები.

ასეთია საქართველოს ცემენტის ასოციაციის ფარული ტესტირების შედეგები.

9 ნიმუშიდან 6 ადგილობრივი პროდუქციაა, 3 თურქული. შემოწმებული 31 ნიმუშიდან ოცდაორმა 22 ვერ გადალახა ბარიერი, აქედან 7-მა შეფუთვაზე დატანილ მაჩვენებელზე  კრიტიკულად დაბალი შედეგი აჩვენა (<20 მპა).

2019 წლის დეკემბრის ფარული ტესტირების შედეგებმა აჩვენა, რომ ადგილობრივი ცემენტის მწარმოებელი კომპანიების გარკვეულმა ნაწილმა 2019 წლის ივლისი ტესტირების შემდეგ გააუარესა პროდუქციის ხარისხი. კერძოდ, ივლისში შემოწმებული 28 ნიმუშიდან 9-მ გადალახა სტანდარტით გათვალისწინებული ბარიერი (32%), შემოწმებული 28 ნიმუშიდან 19-მა ვერ გადალახა, აქედან 8-მ კი შეფუთვაზე დატანილ მაჩვენებელზე  კრიტიკულად დაბალი შედეგი აჩვენა (<20 მპა).

2017 წლიდან საქართველოს ცემენტის ასოციაციის ინიციატივით საქართველოს ცემენტის ღია ბაზარზე ხელმისაწვდომი შეფუთული ცემენტის 8 ფარული ტესტირება ჩატარდა. 273 შემოწმებული შეფუთული ცემენტიდან, მხოლოდ 32% აკმაყოფილებს ევროპული სტანდარტების EN197-1 და N413-1 მოთხოვნებს, დანარჩენი საგანგაშო 68%-მა ვერ გადალახა საჭირო ბარიერი.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …