რესტორნებსა და კაფეებში უნაღდო ხარჯვა მცირედით გაიზარდა

სასტუმროებზე უნაღდო დანახარჯებმა, თიბისი ბანკის არხებით, შესამჩნევად იკლო და ზრდამ 15% შეადგინა 2019 წელთან შედარებით.

თიბისი კაპიტალის ინფორმაციით, რესტორნებსა და კაფეებში უნაღდო ხარჯვა მცირედით გაიზარდა და 2019 წელთან შედარებით 47%-ს გაუტოლდა.

საანგარიშო პერიოდში, 2019 წელთან შედარებით, ტანსაცმელსა და აქსესუარებზე უნაღდო დანახარჯების ზრდამ 33% შეადგინა.  გართობაზე უნაღდო ხარჯვის ზრდა უარყოფით ნიშნულზე დარჩა და -32%-ს გაუტოლდა 2019  წელთან შედარებით.  ფიტნესზე უნაღდო დანახარჯები შემცირდა და ზრდამ 10% შეადგინა 2019 წელთან შედარებით.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა 4 თვეში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს უსაფუძვლოდ დარიცხული 120 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2026 წლის იანვარიდან აპრილის ჩათვლით ელექტროენერგიის, ბუნებრივი …