რესპუბლიკური საავადმყოფოს კომერციალიზაცია სრულიად გამორიცხულია – თამარ გაბუნია

„რესპუბლიკური საავადმყოფოს კომერციალიზაცია სრულიად გამორიცხულია. კლინიკა არის და იქნება, სახელმწიფოსთვის, ჯანდაცვის სერვისების მიწოდების მთავარი საყრდენი“, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ.
როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, ახალი, თანამედროვე სტანდარტებისა და მრავალპროფილური სახელმწიფო კლინიკა, დღევანდელი რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე მოეწყობა.
„პროექტი, რომელიც მომზადებულია, ითვალისწინებს რესპუბლიკური საავადმყოფოს განახლებას, გადაიარაღებას და ახალი ძალით მის ამუშავებას. იქნება გარკვეული გარდამავალი პერიოდი, რომელიც დაეთმობა სამშენებლო სამუშაოებს, კლინიკის რეკონსტრუქციას და აღჭურვას. ამ პერიოდის განმავლობაში, მერწმუნეთ, სრულად იქნება დაცული სამედიცინო პერსონალის უფლებები როგორც ანაზღაურების, ისე – დასაქმების კუთხით“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს კონცეფციის დეტალური პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

სემეკის ბიუჯეტის ზრდა ბუნებრივია, რადგან ბოლო 10 წელში მათი საქმიანობის არეალი გაზრდილია – ვახტანგ ჭარაია

“სემეკის საქმიანობა 2013 წელთან შედარებით დღეის მდგომარეობით გაცილებით გაზრდილია, შესაბამისად, მეტი თანხა რომ დაიხარჯება მათ …