“რედკო” ბათუმსა და გუდაურში საერთაშორისო ბრენდის სასტუმროებს გახსნის

თბილისი (BPI) – გუდაურს და ბათუმს ახალი სასტუმროები და ტურიტული ობიექტები დაემატება.

ინფრასტრუქრული და ტურისტული პროექტების განხორცილების მიზნით საქართველოს ბანკმა, დეველოპერულმა კომპანია რედკომ და სამშენებლო კომპანია ანაგმა მემორანდუმი გააფორმეს. 

გენერალური გეგმის მიხედვით, რედკო გუდაურში 26 ობიექტს აშენებს, რაც მოიცავს აპარტ-ოტელებს, სხვადასხვა გასართობ და რეკრეაციულ ცენტრს,მსოფლიოში ცნობილი ბრენდების რამდენიმე სასტუმროს, მათ შორის, “რედისონ ბლუ გუდაურს”. 

წელს, გაზაფხულისთვის რედკო ბათუმში საერთაშორისო ბრენდ Le Meridien-ის სასტუმროს გახსნას გეგმავს. 

ახალი ტურისტული ობიექტების მშენებლობას ტურიზმის სფეროში მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი:

“ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო პარტნიორობას ჩაეყარა დღეს საფუძველი. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სიახლეები განხორციელდება. დღევანდელი ინიციატივა ძალიან კარგი პლათფორმაა, რომ განვითარდეს რეგიონული ინფრასტრუქტურა, შეიქმნას ტურიზმის სექტორში მეტი დასაქმების ადგილი და საქართველოში ჩამოსული ტურისტებისთვის კი აშენდეს მეტი განთავსების ობიექტი.”

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …