რეგულაციების მოკლევადიანი გავლენა ამოწურულია,სექტორი მხოლოდ ბენეფიტებს ელის

თბილისი (BPI) –„თიბისის და საქართველოს ბანკისთვის რეიტინგის გაუარესების, Fitch-ის გადაწყვეტილება სწრაფი საცალო  და სავალუტო სესხების ზრდას უკავშირდება. სწორედ ამით გამოწვეული რისკები ასახა Fitch -მა“, -მიაჩნია   ექსპერტ გოგიტა ცუცქირიძეს.

შეგახსენებთ, თებერვალში  Fitch-მა, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი წინა წლის „BB-“ -დან „BB“-მდე  გააუმჯობესა, რასაც ცუცქირიძე მაკროეკონომიკურ მგრადობას და რეფორმებს უკავშირებს,  ასევე საბანკო რეგულაციებს და  საპენსიო სისტემის დანერგვას. ეკიპირებას, რაც საგარეო შოკებისგან დაცვას ემსახურება. როგორც იცით,მაღალ რეიტინგს, სუვერენულის ანალოგიურს, მხოლოდ პროკრედიტ ბანკი ინარჩუნებს.

TOP-6

●●●● Fitchრეიტინგი
პროკრედიტ ბანკი ‘BB+’ 5
თიბისი ბანკი ‘BB-‘ 1
საქართველოს ბანკი ‘BB-‘ 2
ვითიბი ბანკი ‘BB-‘ 4
ლიბერთი ბანკი ‘B+’ 3
ბანკი ქართუ ‘B+’ 7

წყარო: კომერციული ბანკები (დანომრილია აქტივების მიხედვით)

სუვერენული  რეიტინგი, ყველაზე მნიშვნელოვანი ინდიკატორია, რომელსაც უყურებენ  საერთაშორისო ინვესტორები, მოქმედებს საკრედიტო რესურსზე, აიაფებს ფულს. შესაბამისად:

●რაც მაღალია რეიტინგი უკეთესია ქვეყნის საინვესტიციო პერსპექტივა და  დაბალია რისკები

სავალუტო ფონდის მაღალ შეფასებაზეც ამახვილებს ყურადღებას. S&P-ის მიერ საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივის გააუმჯობესებაზე სტაბილურიდან პოზიტიურამდე.

„ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს ქვეყნის სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესება ბანკების რეიტინგის გაუარესების ფონზე კარგი იყოს. პირიქით, კარგი იქნებოდა კომერციული ბანკების რეიტინგის ასევე გაუმჯობესება.

ცუცქირიძე   საქართველოს ბანკის CEO-ს შეფასებაზე ამახვილებს ყურადღებას

 „სებ-ის ცვლილებები განხორციელდა მთლიანი სისტემის, ისევე როგორც მოწყვლადი მოსახლეობის დიდ ვალთან მიმართებით, რისკების შესამცირებლად.  რეგულაციების მოკლევადიანი გავლენა ამოწურულია და მომავალში იქნება მხოლოდ ბენეფიტები “.

„ეს ტოვებს იმედს, რომ ქართული ბანკები ბოლოს და ბოლოს მაღალ საპროცენტო მარჟაზე აგებული მოკლევადიანი ტაქტიკური ბიზნეს მოდელიდან,  ევროპულის ქვეყნების სტრატეგიულ ბიზნეს მოდელზე გადავლენ, რაც მომხმარებელთან უფრო მეტ ინტეგრაციაზე, მათი უფლებების დაცვაზე და რაც მთავარია ეკონომიკის დაკრედიტებაზე იქნება ორიენტირებული.

ბანკები განსაკუთრებით წამყვანები,  პირველ რიგში თიბისი, პრინციპულად ეწინააღდეგებოდნენ რეგულაციებს. ჭარბვალიანობის რისკის გაზვიადებულობას ამტკიცებდნენ და ნეგატიურ შედეგებს პროგნოზირებდნენ.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …