რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების მიზნით საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება და ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

მიმდინარე წლის 5 ივნისს, სერბეთის რესბუბლიკის დედაქალაქ ბელგრადში, საქართველოსა და სერბეთის მთავრობებს შორისსაჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. შეთანხმებას საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმაგივი დავითაშვილმა და სერბეთის რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის დირექტორატის გენერალურმა დირექტორმა მირიანასიზმაროვმა მოაწერეს ხელი. შეთანხმების ხელმოწერას დაესწრო სერბეთის რესპუბლიკის მშენებლობის, ტრანსპორტისა დაინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრა სოფრონიევიჩი.

საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ეფუძნება ლიბერალურ პრინციპებს და არ ითვალისწინებს შეზღუდვებს დანიშნულიავიაკომპანიების რაოდენობასა და დანიშნულების პუნქტებზე. ამასთან, დანიშნულ ავიასაწარმოებს უფლება აქვთ თავადგანსაზღვრონ ფრენების ტევადობა და სიხშირე. შეთანხმება ძალაში ორივე მხარის მიერ შიდასახელმწიფოებრივი პროცედურებისდასრულების შემდეგ შევა. ბელგრადში გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში, მხარეებმა ასევე ხელი მოაწერეს უწყებათაშორისმემორანდუმს, რომელიც იმოქმედებს საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლამდე.

საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებისა და ურთიერგაგების მემორანდუმის გაფორმება შესაძლებელს ხდის სერბეთსა დასაქართველოს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყებას. ავიაკომპანია Air Serbia-მ სამოქალაქო ავიაციისსააგენტოში უკვე წარმოადგინა განაცხადი, მიმდინარე წლის 15 ივნისიდან, ბელგრადსა და თბილისს შორის რეგულარული ფრენებისშესრულების მოთხოვნით.

შეხვედრაზე, რომელშიც საავიაციო ხელისუფლებებისა და ავიაკომპანია Air Serbia-ს წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას,მხარეებმა ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის საჰაერო მიმოსვლის დაწყებასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები განიხილესდა გამოხატეს მზაობა კომპეტენციის შესაბამისად განაგრძონ აქტიური თანამშრომლობა ახალი ავიამიმართულების ინტენსიურადათვისების კუთხით.

შემთხვევითი სიახლე

OpenAI-მ Apple-ის ყოფილი მთავარი დიზაინერის სტარტაპი შეისყიდა

კომპანიამ OpenAI სტარტაპ io-ს შესყიდვის შესახებ განაცხადა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისთვის შესაბამის გაჯეტებს აწარმოებს. Bloomberg-ის …