რა ხდება საწვავის ბაზარზე – კონკურენციის სააგენტომ შუალედური მიმოხილვა გამოაქვეყნა

საწვავის გლობალურ და ადგილობრივი ბაზარზე როგორც რეალიზაციის მოცულობების, ასევე ფასების ფორმირების თვალსაზრისით, COVID 19-მა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, – საწვავის ბაზრის შუალედურ ანგარიშს კონკურენციის სააგენტო ავრცელებს.

კვლევის მიხედვით, 2020 წლის იანვარ-მაისში ადგილობრივ ბაზარზე პლატსის ფასის ცვლილება ძირითადად აისახებოდა შესაბამისი დროითი შუალედების და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როგორც მსხვილ, ასევე მცირე ქსელებზე. მცირე ქსელები ბევრად მოქნილად რეაგირებდნენ ფასების ცვლილებაზე, რაც ძირითადად განპირობებული იყო საწვავის მცირე მარაგებით;

ფასების დიაპაზონი და სხვაობა ერთი და იგივე მარკის საწვავზე იყო საკმაოდ დიფერენცირებული, რაც მომხმარებელს აძლევდა მრავალფეროვანი არჩევანის გაკეთების საშუალებას, ფასების სხვაობა ერთიდაიგივე ტიპის საწვავზე მსხვილ ქსელებს და მცირე ქსელებს შორის 40–60 თეთრის ფარგლებში ფიქსირდებოდა.

საქართველოს ბაზარზე მიმდინარე პროცესები ფასების ცვლილების ნაწილში პრაქტიკულად იდენტური იყო ანალოგიურ პერიოდში საწვავის მომწოდებელი ქვეყნების (რუმინეთი, ბულგარეთი, რუსეთი) ადგილობრივ ბაზრებზე მიმდინარე პროცესებთან. იანვარ – მაისში ფასების მაჩვენებელი საშუალოდ 30%–ით შემცირდა.

ბაზარზე მოქმედი ხუთი მსხვილი ეკონომიკური აგენტის ჯამური წილი 2019 წლის მონაცემებით შეადგენს 60%-ს, ხოლო სხვა კომპანიების ჯამური წილი 40%-ის ფარგლებშია; 2015 წლის დასაწყისში, ბაზარზე ფუნქციონირებდა დაახლოებით 960 ავტოგასამართი სადგური, 2019 წელს კი მათი რიცხვი 1210-ს შეადგენს.

2019 წელს საწვავის იმპორტიორთა და საბითუმო და საცალო რეალიზატორთა რაოდენობა 2012 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი – 8 ეკონომიკური სუბიექტიდან 63-მდე.  შემცირებულია ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი, რაც კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მაჩვენებელია.

 

 

შემთხვევითი სიახლე

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express 2024 მონაწილეობა პირველად მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა …