რა შემთხვევაში შეძლებს Myway Airlines-ს EU-ს საჰაერო სივრცეში დაბრუნებას – GCAA კითხვებს პასუხობს

თბილისი (BPI) – Myway Airlines-ს მფლობელობის საკითხისა და ეფექტური კონტროლის მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევს

ავიაკომპანია Myway Airlines-ს გერმანიასა და ზოგადად ევროკავშირის ქვეყნებში რეგულარული ავიარეისების შესრულებაზე ეთქვა უარი. ევროკომისიისა და გერმანიის საავიაციო ხელისუფლების მიერ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთვის მიწერილ წერილში წერია, რომ ავიაკომპანია ვერ აკმაყოფილებს საქართველოს და ევროკავშირს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ მოთხოვნებს.

ქართული ავიაკომპანიისთვის ფრენების შესრულებაზე უარის მიზეზებსა და სხვა საკითხებთან დაკავშირებულ დეტალებზე avianews-ის კითხვებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უპასუხა:

– გერმანიის ავიაციის ადმინისტრაციის მოწერილი წერილის მიხედვით, კონკრეტულად რა მიზეზები სახელდება ერთიანი საჰაერო სივრცისმოთხოვნების შეუსრულებლობისათვის და რა ნაწილში ვერ აკმაყოფილებსMyway Airlines-იერთიანი საჰაერო სივრცის მოთხოვნებს?

– როგორც ევროპის კომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორატის 2019 წლის 19 ივნისის წერილით გვეცნობა (სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში გადმოგზავნილია ელექტრონული ფოსტით მიმდინარე წლის 27 ივნისს), ავიაკომპანია Myway Airlines-მა საქართველოსა და გერმანიას შორის საჰაერო მიმოსვლის განხორციელების მიზნით, ნებართვის მისაღებად მიმართა გერმანიის ფედერაციის საავიაციო ხელისუფლებას, რომელმაც შეისწავლა ავიაკომპანიის მიერ წარდგენილი განაცხადი და თანმდევი დოკუმენტაცია. როგორც ევროპის კომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორატი გვატყობინებს, დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, გერმანიის საავიაციო ხელისუფლება მივიდა დასკვნამდე, რომ ავიაკომპანია არ აკმაყოფილებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმების მფლობელობის და ეფექტური კონტროლის მოთხოვნებს.

– იმისათვისრომ ავიაკომპანიამ შეძლოს ევროპის ამა თუ იმ ქვეყანაშირეგულარული ავიარეისების განხორციელებარა დამატებითი ქმედებები უნდაგანხორციელდეს როგორც სააგენტოს ასევე ავიაკომპანიის მხრიდან?

– იმისათვის, რომ ავიაკომპანიამ შეძლოს ევროპის ამა თუ იმ ქვეყანაში რეგულარული ავიარეისების განხორციელება, პირველ რიგში მან თანხვედრაში უნდა მოიყვანოს მფლობელობასთან და ეფექტურ კონტროლთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და ფაქტობრივი სტატუსი ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმების მოთხოვნებთან. ავიაკომპანიის მომართვის შემთხვევაში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მზად არის ჩაერთოს შესაბამის საავიაციო ხელისუფლებასთან და სტრუქტურებთან კონსულტაციებში.

– იყო თუ არა თქვენსა და ავიაკომპანიას შორის კომუნიკაცია ათა დაისახოსერთობლივი სამოქმედო გეგმა არსებული პრობლემის მოსაგვარებლად?

– როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამა თუ იმ საჰაერო ხაზზე სანებართვო პირობების დაკმაყოფილების კუთხით წარმოქმნილ სირთულეებთან დაკავშირებთ, თავად ავიაკომპანიამ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები. თუმცა, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ტერიტორიაზე ფრენების შესრულების პრიორიტეტულობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, სააგენტოს ქონდა კომუნიკაცია ავიაკომპანიასთან შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით და ველოდებით შემდგომ ნაბიჯებს ავიაკომპანიის მხრიდან.

– როდის მიიღეთ ოფიციალური წერილი და ასევე როდის მოხდა ამწერილისკომპანიისთვის მიწოდებაჩვენი ინფორმაციითწერილის მიღებასა და მისგადამისამართებას შორის იყო გარკვეული დიდი დრორატომ?

– ევროპის კომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორატის 2019 წლის 19 ივნისის წერილი სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიიღო 2019 წლის 27 ივნისს და იმავე დღეს ეცნობა ავიაკომპანიას. შესაბამისად, თქვენი ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. მეტიც, საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ იგივე ინფორმაცია გადაამოწმოთ ევროპის კომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორატთან და თავად ავიაკომპანიასთან.

– ოფიციალური კანონმდებლობით რა ვადაში უნდა მიეწოდებინა სააგენტოსავიაკომპანიისთვის ინფორმაცია?

– კანონმდებლობით სამოქალაქო ავიაციის სააგენტო უფლებამოსილი იყო ათი სამუშაო დღის განმავლობაში მიეწოდებინა აღნიშნული ინფორმაცია ავიაკომპანიისთვის. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, სააგენტომ იმავე დღეს მიაწოდა Myway Airlines-ს შესაბამისი კორესპონდენცია.

– აღნიშნული გადაწყვეტილების გამო შესაძლებელია თუ არა ავიაკომპანიასპრობლემები შეექმნას სხვა ბაზრებზე, სადაც უკვე ოპერირებს ან აპირებსამეტაპზე ავიაკომპანია რეგულარულ ავიარეისებს ასრულებს ისრაელისმიმართულებით და ეს ქვეყანა კიდევ ევროპის ერთიანი საჰაერო სივრცისწევრია.

– ავიაკომპანია Myway Airlines-ი აკმაყოფილებს სამოქალაქო ავიაციის სფეროში მოქმედ ეროვნულ კანონმდებლობას, მათ შორის მფლობელობის და ეფექტური კონტროლის მიმართ დადგენილ მოთხოვნებს. რაც შეეხება სხვა ქვეყნის საავიაციო ბაზრებზე ოპერირებისთვის აუცილებელი ნებართვის მინიჭების საკითხს, აღნიშნული წარმოადგენს შესაბამისი საავიაციო ხელისუფლების უფლებამოსილების საგანს.

ავიაკომპანიას ეზღუდება მხოლოდ რეგულარული ავიარეისების შესრულებათუ ეს შეზღუდვა ვრცელდება ჩარტერულ ავიარეისებზეც?

– სააგენტოს ინფორმაციით, ავიაკომპანია შეუფერხებლად ახორციელებს ჩარტერულ რეისებს რამდენიმე ევროპული მიმართულებით. აქვე როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საჰაერო მიმოსვლის მათ შორის ჩარტერული საჰაერო ფრენების განხორციელებისთვის აუცილებელი ნებართვის მინიჭების საკითხი, წარმოადგენს შესაბამისი ქვეყნის საავიაციო ხელისუფლების უფლებამოსილებას.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …