რა შემთხვევაში აჯარიმებს სემეკი რეგულირების ქვეშ მყოფ კომპანიებს – დავით ნარმანიას განმარტება

მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით სემეკმა წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. ამ ფონზე მომხმარებლების მიმართ დარღვეულ უფლებებზე რეაგირების ხარისხი და სისწრაფეც გაიზარდა. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებლის უფლების დარღვევის ფაქტი აშკარაა მაშინ, კომისია იყენებს უფლებას ესა თუ ის კომპანია დააჯარიმოს. სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განმარტებით მარეგულირებელი კომისია კომპანიებს ორი ფაქტორიდან გამომდინარე აჯარიმებს, მათ შორის მომხმარებელთა საჩივრის საფუძველზე, ან უშუალოდ კომპიუტერული სისტემიდან გამოვლენილ დარღვევებზე.

„კომპანიების დაჯარიმება ხდება ორი ძირითადი ფაქტორიდან გამომდინარე. თუ მომხმარებლების მხრიდან არის მასიური უკმაყოფილება ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვსწავლობთ საკითხს და თუ სემეკის მიერ დადგენილი წესების დარღვევის პრეცედენტი იარსებებს, მაშინ ჩვენ ვიყენებთ ადმინისტრაციულ ფორმას დაჯარიმების სახით ან, შესაძლოა, ჩვენმა ელექტრონულმა სისტემამ, კომპიუტერულმა ბაზებმა გამოავლინონ რაიმე ტიპის დარღვევები. ასეთ შემთხვევაში ჩვენ თვითონვე ვიწყებთ ინიცირებას დაჯარიმებასთან დაკავშირებით და ვაჯარიმებთ კიდეც ამა თუ იმ კომპანიას.

არცერთი განცხადება მომხმარებლების მხრიდან სემეკში არ რჩება რეაგირების გარეშე. ყველა განცხადებაზე გაიცემა დადებითი უარყოფითი, ან შუალედური პასუხი. მათ შორის საჯარო ინფორმაციის გამოთხოვაზე ყველა განცხადება განვიხილეთ. ზოგიერთი მათგანი დაკმაყოფილდა, ზოგიერთი მხოლოდ ნაწილობრივ, რადგან ნაწილი ინფორმაციისა განკეუთვნებოდა კომერციულ საიდუმლოებას ან არ ინახებოდა კომისიაში“.აცხადებს დავით ნარმანია.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ 2022 წელს სემეკის მიერ დადგენილი მომსახურების სტანდარტების დარღვევის გამო გამანაწილებელმა კომპანიებმა მომხმარებლებს კომპენსაციის სახით გადაუხადეს 869 235  ლარი. ამასთან, 2022 წელს სემეკის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტში 4121 განცხადება/საჩივარი შევიდა. კომისიის მიერ მოქალაქეებს ჩამოეწერათ უსაფუძვლოდ დარიცხული ან ხანდაზმული თანხები – ჯამში  1 268 610. 37 ლარის ოდენობით.

შემთხვევითი სიახლე

15 მარტს ექვსმა მარეგულირებელმა უწყებამ მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო დღე ბათუმში აღნიშნა

15 მარტს, მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, ბათუმში, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, დაზღვევის …